FM97.5 / LIVE

'მიუღებელია ივანიშვილის თამაშებში მონაწილეობა' – გოდერძი კუბლაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

მთავარისიახლე 29.10.2020
დღეს, 29 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის საარჩევნო ოლქში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა კანდიდატურა მოიხსნა. ამის მიზეზად კი საკუთარი პარტიის "გაურკვეველ ორიენტირსა და მის მიმართ უყურადღებობას ასახელებს".

'მიუღებელია ივანიშვილის  თამაშებში მონაწილეობა' – გოდერძი კუბლაშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ამის შესახებ კუბლაშვილმა ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის გაურკვეველია პარტიის ორიენტირი. პარტიას პროგრამაში ეწერა რომ მიჰყვებოდა ილიას, მერაბის, ზვიადის გზას, მე ვერ ვხედავ რომ ამ იდეებსა და ამ გზას მიჰყვება. მიუღებელია შუაშისტობა და მითუმეტეს პატივცემული ივანიშვილის თუ კობახიძის თამაშებში მონაწილეობა. თქვენ ალბათ გახსოვთ ჩემი შიმშილობის დაწყება გუბერნიის წინ, რაც უკავშირდებოდა რეგიონში არსებულ უკანონობას. სამწუხაროდ გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, მინიმუმ მხარდამჭერი განცხადება მაინც უნდა გაეკეთებინა პარტიის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, "სამცხის" ოლქში პარტიის ცნობადობა ნულია, რადგან ისინი რეგიოში შეხვედრებს არ მართავენ და არ აქტიურობენ.

„ორგანიზაციული ნაწილი ნულია ფაქტობრივად. თქვენ ხედავთ ახალციხეში, ერთი პლაკატიც კი არაა გაკრული. ცენტრალურმა შტაბმა აიღო თავის თავზე ბორჯომში, ადიგენში, ახალციხესა და ასპინძაში პლაკატების გაკვრა. მე არ ვიცი როდის აპირებენ, ყოველ შემთხვევაში არჩევნები მთავრდება აგერ ორ დღეში და დღემდე პლაკატი არაა გაკრული. რაც გაიკრა ადიგენში ჩემი, ჩემი მეუღლის და ჩემი ახლობლების დამსახურებით. ფაქტობრივად პარტიას სამცხეში რეიტინგი ჰქონდა ნული. ჩემი სამი თვის მოღვაწეობის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სოფელმა ყველა ქალაქმა გაიგო ინფორმაცია თავისუფალი საქართველოს შესახებ“.

ბრიფინგის ბოლოს მან განაცხადა, რომ მხარს "სამცხეში" ტრიბუნას კანდიდატს, გელა კვარაცხელიას უჭერს.

„ყველაზე ღისეული კანდიდატი ჩვენს 14 შორის გელა კვარაცხელიაა. ყველა ჩემს მომხრეს, ვისაც უნდოდა რომ ჩემთვის მოეცა ხმა, ვთხოვ რომ მხარი დაუჭირონ მას“.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება, ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის 14–ის ნაცვლად, 13 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძოლებს.

ამ დღეს მოსახლეობამ მეათე მოწვევის პარლამენტი უნდა აირჩიოს.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
გელა დემეტრაძეს ‘ევსაქების‘ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს
,ნასამართლეობის დოკუმენტი შეიცვალა კანონიერი ცნობით’- 'ტრიბუნას' კანდიდატი სამცხეში
‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი
ყოფილი გუბერნატორი სამცხეში ‘ტრიბუნას’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება
‘რესპუბლიკელებს’  სამცხე-ჯავახეთის ორ ოლქში კანდიდატი არ ეყოლებათ