FM97.5 / LIVE

გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაიწყო [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 05.10.2020
გოდერძი კუბლაშვილმა, რომელიც ახალციხე–ადიგენი–ბორჯომი–ასპინძის ოლქში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობა დაიწყო. იგი ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისის წევრების გათავისუფლებას ითხოვს.

გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაიწყო [ვიდეო]

გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ კომისიის წევრებმა უკანონო გადაწყვეტილება ადიგენის მერის პირადი ინტერესების გამო მიიღეს.

„ქვეყანაში უნდა იყოს კანონი. არაკომპეტენტური ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში და არ უნდა ასრულებდნენ ვიღაცეების დავალებებს, ვისიც არ უნდა იყოს. უნდა ემსახურებოდნენ პატიოსნად ქვეყანას და მხარეს. ჩემი მოთხოვნაა, რომ მიწის აღიარების კომისიის წევრებმა, რომლებმაც ადიგენის მერის დავალებით, არ დამისაკუთრეს მიწის ნაკვეთი, დატოვონ თანამდებობა“ – აცხადებს კუბლაშვილი.

მან ადიგენის მიწის აღიარების კომისიის გადაწყვეტილება 2020 წლის 17 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო კიდეც, მოსამართლემ ადიგენის კომისიას კუბლაშვილის განცხადების ხელახალი განხილვა დაავალა. მიუხედავად ამისა, კუბლაშვილმა შიმშილობა მაინც გადაწყვიტა, ამბობს, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე კომისიის წევრებს არ გაათავისუფლებენ.

„ეს კომისია უნდა დაიშალოს და მისი წევრები, რომლებიც ფაქტობრივად მარიონეტები არიან, უნდა გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან. ორ დღეში თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, ამას დაემატება გუბერნატორის გადადგომა“ – აღნიშნავს კუბლაშვილი.

კუბლაშვილის ბრალდება, რომ მიწის აღიარების კომისიის წევრები მერის დავალებას ასრულებენ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ უარყო ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ.

„არ მაინტერესებს ეგ პიროვნება. სიცრუეა, საერთოდ არ ვეხები კომისიის წევრების საქმიანობას, ეს მინდა იცოდეთ. გოდერძი კუბლაშვილის მოსაზრებები კი საერთოდ არ მაინტერესებს“,– განაცხადა გასულ კვირას ზაქარია ენდელაძემ.

გოდერძი კუბლაშვილი კი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობას იქამდე აპირებს, ვიდრე მისი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება.



[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა
‘უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან’ – კუბლაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილმა არჩევნები თავის უბანშიც წააგო
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის