FM97.5 / LIVE

‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 04.10.2020
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიას სასამართლოში უჩივლა. გოდერძი კუბლაშვილი აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, კომისიის წევრებმა ნაკვეთის დარეგისტრირების უფლება არ მისცეს. დეპუტატი კომისიის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის ადმინისტრაციის წინ შიმშილობის დაწყებით იმუქრება.

‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა

გოდერძი კუბლაშვილი დაბა ადიგენში, არტემ ბალახაშვილის ქუჩაზე, 9 555 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს, მიწის აღიარების კომისიისგან იგი მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 2 467 კვ.მ–ის დაკანონებას ითხოვდა.

„მე ვითხოვდი კანონიერად, არსებობს კანონი – თუ შენი მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არის თავისუფალი ტერიტორია და იყენებ, შეგიძლია დაკანონება. ეს კი ადგილობრივ მერიაში არსებულ სამსახურმა უნდა დაგიმტკიცოს, ამ ყველაფერს ბევრი დოკუმენტი სჭირდება, მე ყველაფერი შევაგროვე და 2019 წლის აგვისტოში წარვუდგინე ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისიას“,– ამბობს გოდერძი კუბლაშვილი.

კომისიამ კუბლაშვილს მიწის ნაკვეთის აღიარებაზე თანხმობა არ მისცა, როგორც თავად ირწმუნება, კომისიის წევრებმა მას უარი პოლიტიკური შეხედულებების გამო უთხრეს.

„შევიტანე ყველა საბუთი, რაც საჭირო იყო, მაგრამ უარი მეთქვა მიწის დაკანონებაზე. რადგან მე ღიად ვაკრიტიკებ მერს და ეტყობა დაავალა კომისიის წევრებს, რომ არ დაეკანონებინათ ჩემთვის ეს მიწა“.

კუბლაშვილის ბრალდებას უარყოფს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე და აცხადებს, რომ კომისიის საქმიანობაში არ ერევა.

„არ მაინტერესებს ეგ პიროვნება. სიცრუეა, საერთოდ არ ვეხები კომისიის წევრების საქმიანობას, ეს მინდა იცოდეთ. გოდერძი კუბლაშვილის მოსაზრებები კი საერთოდ არ მაინტერესებს“,– განაცხადა ზაქარია ენდელაძემ.

კომისიაში აცხადებენ, რომ კუბლაშილის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ იგი იმ ტერიტორიით სარგებლობდა, რომლის დაკანონებასაც ითხოვდა.

„იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვუღიაროთ ნაკვეთი, თუ იგი სარგებლობდა 2007 წლამდე. შევეკითხეთ და კუბლაშვილმა გვიპასუხა არ ვსარგებლობდიო. გარდა ამისა, ავედი აღნიშნულ ტერიტორიაზე და გადავუღე სურათები, იქ დამუშავებული არაფერი არ ჰქონდა“,– ამბობს კომისიის თავმჯდომარე, მამუკა ბუიღლიშვილი.

კუბლაშვილმა კომისიის გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულ სასამართლოში 2020 წლის 17 იანვარს გაასაჩივრა. დაახლოებით ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, სასამართლომ ადიგენის მერიაში მიწის აღიარების კომისიის სამსახურის გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

„სასამართლომ ნაწილობრივად დააკმაყოფილა კუბლაშვილის სარჩელი, ბათილად ვცანით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენი მხრიდან მერიას დაევალა ხელახლა გამოიკვლიოს და ახალი გადაწყვეტილება გამოიტანოს ამ საქმესთან დაკავშირებით“,– განაცხადეს სასამართლოში.

როდის განიხილავენ თავიდან კუბლაშვილის მოთხოვნას ადიგენის მერიაში, ამ ეტაპზე უცნობია, კომისიის თამჯდომარე ბუიღლიშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: „როცა მოგვივა, განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ“.

კუბლაშვილი კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებს და მათ სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

„კატეგორიულად მოვითხოვ, რომ არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოს გამო, დაიშალოს ეს კომსია და ყველამ დატოვოს თანამდებობა, თუ არ წავლენ გუბერნიის წინ ვიწყებ შიმშილობას“.

‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა

[ნუკს სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაიწყო [ვიდეო]
ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია
76 განაცხადი და დაკმაყოფილებული 17 – მიწის აღიარების კომისიის ანგარიში
‘უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან’ – კუბლაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
სუს–მა ადიგენის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა
ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს