FM97.5 / LIVE

‘მხარს ვუჭერთ სომეხ ხალხს’ – ახალქალაქში გამართულ აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2020
დღეს, 6 ოქტომბერს ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი და პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ სამველ მანუკიანიც ესწრებოდნენ. მანუკიანი, რომელიც ამავე დროს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია აცხადებს, რომ აქციაზე მისვლით ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხებს სოლიდარობა გამოუცხადა.

‘მხარს ვუჭერთ სომეხ ხალხს’ – ახალქალაქში გამართულ აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ

სამველ მანუკიანი აქციას ესწრებოდა ახალქალაქის სტადიონზეც და ეკლესიის ეზოშიც. მუნიციპალიტეტის მერი, იურიკ უნანიანი კი ირწმუნება, რომ მხოლოდ ეკლესიაში მივიდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სომეხ ხალხს, მსოფლიომ იცის რატომ დაიწყო ომი ყარაბაღში, იქ ადამიანები იღუპებიან, ძალიან კარგად იცის ხალხმა ვინაა აგრესორი. დღევანდელი აქციით ჩენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ სომეხ ერს“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სამველ მანუკიანმა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მმართველი პარტიის, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი აქციაში მონაწილეობით ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტკას კონფლიქტთან მიმართებაში. ასე პასუხობს: „ამ აქციას ლიდერები არ ჰყოლია და არც პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა. აქციაზეც ხალხი სოლოდარობაზე საუბრობდა, ლექსებს ჰყვებოდა, ისტორიას იხსენებდა. მე კანდიდატი ვარ, მოქმედი დეპუტატი და ჩემი ხალხის გვერდით ვიყავი. ასეთი აქციის ჩატარება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც, თუ თვლიან რომ სოლოდარობა ჭირდებათ“, – ამბობს მანუკიანი.

ახალქალაქის მერი, იური უნანიანი ამბობს, რომ დღევანდელი აქციის შესახებ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტით შეიტყო: "ეს უბრალოდ სოლიდარობის გამომხატველი აქციაა, მხარდაჭერაა მეტი არაფერი".

ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია დღეს, ექვს ოქტომბერს გაიმართა.

აქციის მონაწილეები ჯერ ახალქალაქის სტადიონზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ქალაქში მდებარე ეკლესიის ეზოში გადაინაცვლეს.

მთიანი ყრაბაღის გამო, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. კონფლიქტის გაღვივებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხესა და ასპინძაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები თანხას, პროდუქტსა და მედიკამენტებს აგროვებენ და სომეხი ჯარისკაცების დასახმარებლად გზავნიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჯავახეთში აქციაზე საჯარო პირების ყოფნა სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლაა’ - პოლიტოლოგი
‘არა ომს’ – ახალქალაქში სომხეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს
ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]
ახალგაზრდები პოლიციას შევიწროებაში ადანაშაულებენ – საპროტესტო აქცია ახალქალაქში
‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე
ახალქალაქში სავარაუდოდ ‘ოცნების’ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატს სცემეს