FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2020
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე სომხების მხარდამჭერი აქცია ახალქალაქის სტადიონიდან ეკლესიაში გაგრძელდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასულიერო პირები დაპირისპირების დროს გარდაცვლილი სომეხი ჯარისკაცებისთვის პანაშვიდს გადაიხდიან.

ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს

მშვიდობიან აქციაში მონაწილეობას ასობით ადამიანი იღებს, ადგილობრივებთან ერთად იმყოფებიან სასულიერო პირებიც.

ისინი ეკლესიის მიმართულებით მიდიან შეძახილებით, "ჩვენ გავიმარჯვებთ!", "ყარაბაღ!".

აქციის მონაწილეებთან ერთად, ეკლესიის ეზოში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

"შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეებს, აქ რაიმე სახის მოწოდებებს ვერ მოისმენთ, მშვიდობიანი აქციია", – ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს ღონისძიების ჩატარების ნებართვისთვის არ მიუმართავთ: "ჩვენც გავიგეთ ფეისბუკის საშუალებით, ვიცოდით რომ იგეგმებოდა. მე სტადიონზე არ ვყოფილვარ, აქ შემოვუერთდი".

ადგილობრივები ამბობენ, რომ აქციაში მონაწილეობას მათთან ერთად იღებენ, ბორჯომის, ასპინძის, ახალციხის, ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა.

ახალგაზრდები "სამხრეთის კარიბჭესთან" აცხადებენ, რომ 27 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც ყარაბაღის კონფლიქტი გამწვავდა, ყოველდღიურად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 100 000 ლარამდე გროვდება.

„თითქმის ყოველდღე მიდის აქედან ბოსტნეულით, სხვადასხვა საკვებით, თუ ტანსაცმლით დატვირთული მანქანები. სოფელ ჩამდურადან ერთი მანქანა კარტოფილი გაგზავნეს. საბურავების გატანაც გვინდოდა, უარი გვითხრეს და უკან დავაბრუნეთ“,- ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი სედრაქ მურადიანი.

მისი თქმით, რეგიონში 10 დღის განმავლობაში, სომხეთის დასახმარებლად მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს

ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყარაბაღის კონფლიქტში დაზარალებულთა დასახმარებლად ახალციხეში ფულს შეაგროვებენ
‘მხარს ვუჭერთ სომეხ ხალხს’ – ახალქალაქში გამართულ აქციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ
ახალქალაქში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით მშვიდობიანი აქცია იმართება [ფოტო]
ახალგაზრდები პოლიციას შევიწროებაში ადანაშაულებენ – საპროტესტო აქცია ახალქალაქში
ერევანში ჰუმანიტარული ტვირთი ახალციხის საკრებულოს წევრმა ჩაიტანა
ასპინძის გამგებელი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში სომხური მხარის დასახმარებლად თანხა და პროდუქტი ისევ გროვდება