FM97.5 / LIVE

ახალგაზრდები პოლიციას შევიწროებაში ადანაშაულებენ – საპროტესტო აქცია ახალქალაქში

მთავარისიახლე, სამართალი 07.12.2017
დღეს, 7 დეკემბერს, დილიდან, ახალქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები, გამგეობის შენობასთან, საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პოლიციას შევიწროებაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ახალქალაქში მომხდარი ყველა დანაშაულის შემდეგ პოლიციას ისინი დაკითხვასა და შემოწმებაზე მიჰყავს.

ახალგაზრდები პოლიციას შევიწროებაში ადანაშაულებენ – საპროტესტო აქცია ახალქალაქში
აქცია გამგეობასთან. ფოტო: © "ჯეინიუსი"


დავიდ მანუკიანი ამბობს, რომ სეზონურ სამუშაოზე რუსეთში დადის და ყოველთვის, როცა ბრუნდება სამუშაოდან, იწყებენ მის დაკითხვას ახალქალაქში მომხდარი სხვდასახვა დანაშაულების გამო.

იგივეს ამბობს კიმ კუგოიანი, აქციის ერთ–ერთი მონაწილე, რომელიც პოლიცამ გადამოწმების მიზნით ახალქალაქიდან ახალციხეში 5 დეკემბერს გადაიყვანა. კუგოიანი აცხადებს, რომ პოლიცია მას ქვეყნის დატოვებას აიძულებს.

გამოცემა "ჯეინიუსის" ცნობით, აქციის მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამცხე–ჯავახეთში სალომე ყულჯანიშვილი და ამავე ოფისის სხვა თანამშრომლები შეხვდნენ. მათ აქციის მონაწილეებს ურჩიეს, რომ თუ საქმის სამართლებრივად წარმოება სურთ, ადვოკატი აიყვანონ, ან მათ ოფისს მიმართონ.

აქცია ახალქალაქის გამგეობასთან იმართება. „ჯეინიუსის“ კითხვაზე, რატომ აირჩიეს ეს ადგილი და არა პოლიციის შენობა, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ სურდათ მათი პრობლემების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ეცნობებინათ.

"ჯეინიუსის" ცნობით, აქციის მონაწილეებს ახალქალაქის მერთან, იურიკ უნანიანთან სურდათ შეხვედრა. იმ დროს, როდესაც ახალგაზრდები მერიის შენობაში შევიდნენ, მერი, თანამშრომლებთან ერთად, შენობას ტოვებდა, საუბარი დერეფანში შედგა. იურიკ უნანიანმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ პირველად ესმის პოლიციის მსგავსი ქმედების შესახებ და მოგვიანებით მისვლა სთხოვა, იმ მოტივით, რომ ახლა ეკლესიაში მიდის, სადაც 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრისას დაზარალებულების პანაშვიდი იმართება.

ეკლესიაში აქციის მონაწილეებიც წავიდნენ, შემდგ კი კვლავ ახალქალაქის გამგეობის შენობასთან დაბრუნდნენ.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სტადიონიდან აქციის მონაწილეებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს
ასპინძის გამგებელი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს
პარლამენტთან აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის სიტუაცია დაიძაბა
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა
შს მინისტრი აქციის მონაწილეებს შეხვდება
აქციის მონაწილეებს მართმადიდებლებიც შეუერთდნენ