FM97.5 / LIVE

ადიგენში 9 სოფელმა პრიორიტეტი შეცვალა

მთავარიეკონომიკა 13.09.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები შეცვალეს

ადიგენში 9 სოფელმა პრიორიტეტი შეცვალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 556.428 ლარია გამოყოფილი.მუნიციპალიტეტის მასშტაბით უმეტეს სოფელში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ზოგან დასრულდა, ზოგან კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

56 სოფლიდან სამუშაოები მხოლოდ 9 სოფელში არ დაწყებულა. ამის მიზეზი მოსახლეობის მიერ შეცვლილი პრიორიტეტებია.ხელახლა შესასრულებელ საპროექტო სამუშაოებს შპს „ადიგენი 2009“ აკეთებს.

„საპროექტო სამუშაოებზე ხელშეკრულება გასულ პარასკევს გავაფორმეთ, კომპანიამ სამუშაოები 10 დღეში უნდა დაასრულოს, ამის შემდეგ ერთ პირთან მოლაპარაკებით უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოებიც“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.

მოსახლეობამ პრიორიტეტები შეცვალა დაბა აბასთუმანში, ასევე სოფლებში: წარბასთუმანი, უნწა, ფლატე, კიკიბო, დიდი სმადა, ჭელა, საირმე და ღორთუბანი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით წელს სოფელში პრიორიტეტის შეცვლა მთავრობის განკარგულებით ხდება.

„მთავრობაში ვგზავნით სოფლის ახალი საერთო კრების ოქმის ამონაწერს, ხელმოწერებს და მოხსენებით ბარათს, ამის შემდეგ გვეძლევა უფლება შევცვალოთ პრიორიტეტი“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის შესყიდვების მთავარი სპეციალისტი სპარტაკ მაჭარაშვილი.

დაბა აბასთუმანში პირველად 7 პროექტის განხორციელება იგეგმებოდა, მოსახლეობის გადაწყვეტილებით თანხები პროექტებზე ხელახლა გადანაწილდა და სხვა პრიორიტეტებიც დაამატეს.

16.711 ლარი იყო გამოყოფილი აღობილის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელის მოწყობისთვის. მოსახლეობამ შეცვალა გადაწყვეტილება და აქედან 3000 ლარი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხას დაამატა(სულ 10.000). 1000 ლარი დაემატა მდინარე ოცხეზე საცალფეხო ხიდების შეკეთებას(სულ 4.000ლარი).

აბასთუმანში განსახორციელებელ პროექტებს დაემატა კიდევ 4 პროექტი: აღობილის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელის არსებული რეზერვუარის შეკეთება(1000 ლარი, ამავე დასახლებაში საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილობრივი შეკეთება(5000 ლარი),აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციული შენობის შეკეთება(5.000 ლარი) და სასაფლაოს შემოღობვა (1711 ლარი).

სოფელ წარბასთუმანში გათვალისწინებული იყო რიტუალების სახლის მოწყობა, მაგრამ რადგან სოფელი გაზსადენი მილის მიმდებარედ 5 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს, კომპანიის ხელმძღვანელობა შეპირდა მოსახლეობას , რომ რიტუალების სახლს თავიანთი ხარჯებით მოუწყობდა. ამიტომ სოფელმა თანხა სხვა 3 პროექტზე გადაანაწილა. ახალი პროექტით სოფელში სტადიონი მოეწყობა (3000 ლარი), განისაზღვრა სასმელი წყლის ქსელის საუბნო წყაროების მოწყობა (800 ლარი) და რიტუალების სახლის ჭურჭლის შეძენა (1685 ლარი).

სოფელ კიკიბოში გათვალისწინებულია 3 პროექტი. სოფელში პირველად მდინარე ქვაბლიანზე ხიდის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით მოსახლეობამ შეცვალა გადაწყვეტილება და თანხა სოფელ დერცელიდან სოფელ კიკიბომდე მისასვლელი გზის ორმული შეკეთებისთვის გადაანაწილა(2634 ლარი, ასევე მოეწყობა სოფლის სასმელი წყლის შიდა ქსელი(1500 ლარი). მანმდე კი ამ თანხაში იგეგმებოდა მზა ხიდის ყიდვა, თუმცა გაირკვა რომ ამ თანხაში ხიდის ყიდვა ვერ მოხერხდებოდა. ასევე გადაწყდა სოფელში წისქვილის რეგისტრაცია და გამრიცხველიანება (1500 ლარი).

დიდ სმადაში გათვალისწინებული იყო კულტურის სახლის შეკეთება, რადგან ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა სოფელმა გამგეობას სთხოვა, რომ თანხა სარწყავი წყლის არხის მოწყობისთვის გამოეყენებინათ(12824 ლარი). ამავე სოფელში რიტუალების სახლის გამრიცხველიანებისთვის გამოიყო კიდევ 400 ლარი.

სოფელ ფლატეს ორი პრიორიტეტი ჰქონდა: სოფლის გზის შეკეთება და სასმელი წყლის ქსელის მოწყობა. სოფელმა გადაწყვიტა, რომ გზის მაგივრად მთელი თანხა სასმელი წყლის ქსელის მოწყობისთვის გამოეყენებინა (5661 ლარი).

სოფელ ჭელაში გათვალისწინებული იყო რიტუალების სახლის მოწყობა, სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, წისქვილის გამრიცხველიანება და შიდა გზების შეკეთება. აღნიშნული პროექტების თანხა სოფელმა ერთი პრიორიტეტისთვის გამოიყენა და რიტუალების სახლის მოწყობა გადაწყვიტა(8310 ლარი).

სოფელ საირმეში სამი პროექტის განხორციელება იყო თავიდან გადაწყვეტილი: შიდა გზების შეკეთება, რიტუალების სახლისთვის ჭურჭლის შეძენა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია(550 ლარი). სოფელმა გადაწყვიტა, რომ ჭურჭლის შეძენისთვის განკუთვნილი თანხა შიდა სასოფლო გზების შეკეთებისთვის(4482 ლარი) დაემატებინა.

სოფელ ღორთუბანში მოსახლეობამ გადაწყვიტა სამი პროექტი განეხორციელებინა. რიტუალების სახლის მოწყობა, შიდა სასოფლო გზების მოწყობა(4300 ლარი) და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია. სოფელმა რიტუალების სახლისთვის განკუთვნილი თანხა სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისთვის გამოიყენა (5200 ლარი).

სოფელ უნწაში შეცვლილი პრიორიტეტით რიტუალების სახლის მოწყობა და საკუჭნაოს მიშენება გადაწყდა (8487 ლარი).

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
უცვლელი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ასპინძაში [ინფოგრაფიკა]
ადიგენის სოფლებში პრიორიტეტები რამდენჯერმე შეცვალეს
სოფელ ფერსაში სასმელი წყლის ქსელის შეკეთება დაიწყო
ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი 17 პროექტი შეიცვალა
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?