FM97.5 / LIVE

მედიამონიტორინგი: ‘სამხრეთის კარიბჭე’ სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.09.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, „სამხრეთის კარიბჭე“ სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში, უმეტესად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მიმდინარე მოვლენებს. ანგარიშში წერია, რომ ვებ-გვერდი მაღალ დონეზე იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებს.

მედიამონიტორინგი: ‘სამხრეთის კარიბჭე’ სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კვლევა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტი არჩევნების მედიაში გაშუქების შესახებ, 15 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდშია მომზადებული.

კვლევის მიხედვით „სამხრეთის კარიბჭე“ – sknews.ge განსაკუთრებით აქტიურად აშუქებდა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე მოვლენებს: „ვებგვერდზე არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ცალკეულ სტატიებში მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები“, - წერია დოკუმენტში.

მათი ინფორმაციით, მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალებში დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები პარტიების გაშუქებისას არ გამოვლენილა.

„მონიტორინგის პერიოდში sknews.ge გამოირჩეოდა საკითხების სიღრმისეული და მრვალმხრივი გაშუქებით. სტატიებში უმეტესად კარგად იყო დაცული ინფორმაციის წყაროთა ბალანსი. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ვებ–გვერდი აქტიურად აშუქებდა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს და ამ ტიპის სტატიებში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ასევე პასუხისმგებელ პირთა პოზიციები (მაგალითად, სტატიებში „ფულს ხარჯავენ, წყალი არ გვაქვს’ - აწყურში სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება მოხდა“, 5 აგვისტო, 2020; “ახალციხის მერიის შეცდომა თუ დეპუტატის გავლენით დაკანონებული მიწა”, 11 აგვისტო, 2020)“.

აქვე საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების გაშუქების სტანდარტებზეც: „მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების უმრავლესობისგან განსხვავებით, sknews.ge მაღალ დონეზე იცავდა კვლევების გაშუქების სტანდარტს. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ კვლევას ახალციხის დეპუტატების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების შესახებ sknews.ge-მ ცალკე სტატია დაუთმო თავად კვლევაში ნახსენები დეპუტატების განმარტებებს („რა პასუხი აქვთ ახალციხელ დეპუტატებს არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე“, 24 ივლისი, 2020)“.

მონიტორინგი შეეხო სარეკლამო და სარედაქციო მასალების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხსაც:

„მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ sknews.ge სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში,უმეტესად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდი მაღალ დონეზე იცავს ჟურნალისტურ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ sknews.ge ნათლად მიჯნავს ერთმანეთისგან სარეკლამო და სარედაქციო მასალებს“.

ანგარიშში მოცემულია 13 ონლაინ მედიასაშუალების კვლევა, მათ შორის: ambebi.ge, interpressnews.ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, primetime.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქართული ონლაინ მედიის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას “ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება.

ვრცლად მონიტორინგი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მედიამონიტორინგი: sknews.ge ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას ეხმაურება
სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს – ხვალ ახალციხეში აქცია გაიმართება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება