FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის შეცდომა თუ დეპუტატის გავლენით დაკანონებული მიწა

მთავარისიახლე, სამართალი 11.08.2020
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქის საჩივარი, რომელიც ახალციხის საკრებულოს ერთ–ერთი დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრს მიწის ნაკვეთის უკანონოდ დასაკუთრებას ედავებოდა. თუმცა ამით დავა არ დასრულებულა. მოსარჩელე მხარე ნაკვეთზე მშენებლობის დემონტაჟს ითხოვს.

ახალციხის მერიის შეცდომა თუ დეპუტატის გავლენით დაკანონებული მიწა

საქმე ეხება მეზობლურ დავას, რომელიც გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრმა თავისი სახლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა და მშენებლობა დაიწყო.

მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისი საკუთრება იყო და ბაბოიანის სიმამრს მერიამ კანონდარღვევით დაურეგისტრირა.

„ეს მიწის ნაკვეთი რომ ჩვენი იყო, მთელმა სამეზობლომ იცოდა. ჯერ კიდევ 2015 წელს მივედით მერიაში, დისკი და საბუთები მივიტანეთ, რომ მიწა დაგვერეგისტრირებინა, მაგრამ ეს საბუთები არ მიიღეს. გვითხრეს, მაგ მიწის ქვეშ წყლის კოლექტორი გადის, დაელოდეთ, კანონი შეიცვლება და მერე შეძლებთ დარეგისტრირებასო“ – აცხადებდა მომჩივანი მხარე „სამხრეთის კარიბჭესთან“ გასულ წელს.

მოდავე მხარის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი, ეკა აბაშიძე იცავს. მისი განმარტებით წყლის კოლექტორზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას კანონი კრძალავს, თუმცა მერიამ დეპუტატის ახლობელს მიწა მაინც დაუკანონა. მისივე თქმით ბოლო სხდომაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, სასამართლომ მათი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ქალაქის მერიამ დაარღვია კანონის მოთხოვნები. საკუთრების უფლება გაიცა კოლექტორზე, რაც კანონით აკრძალულია, ეს დაადგინა სასამართლომაც წყალკანალიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. მერიას მოუწევს გააუქმოს საკუთრების მოწმობა და დაწყოს საქმის წაერმოება ჩვენ. ამის შემდეგ მოვითხოვთ როგორც საკუთრების უფლების გაუქმებას, ისე იმ ტერიტორიაზე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟს“ – აცხადებს ეკა აბაშიძე.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბაბოიანის სიმამრი, სამველ ეპრანოსიანი ჰყვება, მან სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცის, რადგან სხდომას არ ესწრებოდა და ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ ჩაჰბარებია.

ეპრანოსიანის მტკიცებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკვეთით ნამდვილად თვითონ სარგებლობდა კითხვები არ არსებობს, რადგან მას ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს, მათ შორის მშენებლობის ნებართვა და პროექტიც.

„თავდაპირველად არც პროექტში იყო და არც მე ვიცოდი რომ აქ წყლის კოლექტორი იყო, სარდაფის გათხრა რომ დავიწყეთ და კედელი გამოჩნდა, მაშინ გავიგეთ. მაშინ მერიიდანაც იყვნენ მოსული, როგორც ჩანს მათაც მაშინ გაიგეს ამის შესახებ და მშენებლობის პროექტი შემიცვალეს, რაც ასევე ხარჯებთან იყო დაკავშირებული“.

ეპრანოსიანის განმარტებით, კორექტირებულ პროექტში წყლის შემკრებზე ნაგებობა ისე განათავსა, რომ საკმარისი სივრცე დარჩა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში კოლექტორზე სამუშაოები ჩატარებულიყო.

„ავამაღლე ნაგებობა, ამაზე დამატებითი ხარჯები გავწიე, ისე გავაკეთეთ ყველაფერი რომ კოლექტორს ხელს არ უშლიდეს ნაგებობას, როგორც მითხრეს ისე. მთელ ქუჩაზე შენობები კოლექტორზე დგას და ის ყველას საკუთრებაში აქვს, ასეთი პროექტითაც კი არ აქვთ, პირდაპირ აქვთ დაშენებული და რა გამოდის, მთელი ქუჩა უნდა დავანგრიოთ?“ – კითხულობს ის.

გარდა ამისა, ეპრანოსიანი კატეგორიულად გამორიცხავს საქმესთან მისი სიძის, ამბარცუმ ბაბოიანის კავშირს.

„ოთხი კვადრატი მიწის გამო, ჩემ სიძეს უკანონო საქმეში როგორ გავრევდი. ვინ უკეთებს ახლობლებს ასეთ რამეს. მითუმეტეს საბუთები ყველაფერი წესრიგში მქონდა, რატომ უნდა ჩარეულიყო ჩემი სიძე“ – გვითხრა სამველ ეპრანოსიანმა.

საკითხთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარისგან ჯერ–ჯერობით თავს იკავებენ ახალციხის მერიაში. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის კომისიას ჯერ არ ჩაბარებია.

„აღნიშნული კომისიის პოზიცია, სასამართლო გადაწყვეტილების დეტალურად გაცნობის შემდეგ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ადგილი უკანონოდ გამოუყვეს, მაგისი სიძე დეპუტატია’ – დავა მიწის ნაკვეთის გამო
დეპუტატ ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრის საქმეზე სასამართლო გაიმართა
ადვოკატის თქმით, სადავო მიწის საქმეზე ‘ოცნების’დეპუტატის სიმამრის მოწმეები ეჭვს იწვევს
ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ
„ფარავან ჰესის“  მშენებლობის გამო დაზარალებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს