FM97.5 / LIVE

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება

მთავარისაზოგადოება 20.02.2014
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს ხელი შეუწყოს ქართველი ჟურნალისტების მუშაობას ცხელ წერტილში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს: „ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, როგორი საფრთხის ქვეშ, რამდენად მძიმე ვითარებაში უწევთ როგორც უკრაინელ, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ჟურნალისტებს, ვიდეოოპერატორებს, ფოტორეპორტიორებს მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია“.

ამიტომ, ქარტია მიმართავს თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკრაინაში, მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართველი ჟურნალისტების მუშაობას ცხელ წერტილში და რაც მთავარია მაქსიმალურად იზრუნონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე.

„მიგვაჩნია, რომ დღეს უაღრესად საჭირო და ამავე დროს დასაფასებელია მათი შრომა, თავისუფალი მედიის იდეა ხომ ჩვენთვისაც საზიაროა და იმავე ბრძოლის ნაწილია, რასაც ევროპული არჩევანისთვის ბრძოლა ჰქვია“, - ნათქვამია ქარტიის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისას დაღუპული და დაშავებული მოქალაქეების გამო: „გვინდა, გამოვთქვათ ჩვენი მწუხარება, რომ კიევში უკიდურეს დაძაბულობას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, მედიის წარმოამდგენლებიც – ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემი. ვუსამძიმრებთ, დაღუპულთა ოჯახებს, კოლეგებს".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო