FM97.5 / LIVE

“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება

მთავარისაზოგადოება 12.12.2014
დღეს, 11 დეკემბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციასთან გამართულ საპროტესტო აქციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და სამართალდამცველებს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ ,,სამხრეთის კარიბჭის” რედაქციის, ტელეკომპანია “მაესტროს” კორესპონდენტისა და რაიონში ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

სოფელ გოგაშენის მკვიდრთა ნაწილის საპროტესტო აქცია რედაქციასთან 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ იმ სტატიას მოჰყვა, რომელშიც ბრალდებულის ნათესავები პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობდნენ. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ ამავე სოფელში მომხდარ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობას და მის გამოძიებას.

ქარტია იმედოვნებს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება იქნება ადეკვატური
და ოპერატიული, ამავე დროს სრულად იქნება უზრუნველყოფილი მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება და ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ამასთან, ქარტია შეახსენებს საზოგადოებას, რომ ",სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები და რედაქტორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები არიან და იღებენ პასუხისმგებლობას, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შეასწორონ მასალა. თვითრეგულირების
ამ მექანიზმით შეუძლიათ ისარგებლონ სოფელ გოგაშენის მცხოვრებთა ნაწილმაც და პოლიციელებმაც, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რედაქციამ მოვლენები ტენდენციურად გააშუქა.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს
ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება