FM97.5 / LIVE

ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას ეხმაურება

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.04.2017
იუსტიციის უმაღლესი სამჭოს მოთხოვნას, იმის შესახებ, რომ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" რეაგირება მოახდინოს, მოსამართლებიის მიმართ ჟურნალისტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე – ეთიკის ქარტია ეხმაურება.

ეთიკის ქარტია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას ეხმაურება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს, 25 გვერდიანი განცხადება გაავრცელა, სადაც ის ჟურნალისტთა კორპუსს, განსაკუთრებით კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სთხოვს, შეაფასოს მოსამართლეთა მიმართ რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების "ეთიკურობა". საბჭოს აზრით, ბოლო პერიოდში მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ მოსაზრებებს გამოხატავენ "გამოხატვის თავისუფლების ნორმების უხეში დარღვევთ".

აღნიშნულ განცხადებას, დღეს, 27 აპრილს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გამოეხმაურა. რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომ მოსამართლეებთან და მათ საქმიანობასთან მიმართებაში გამოხატვის და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადებით მომართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, სადაც „გამოხატვის თავისუფლების ფარგლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე“ ქარტიის რეაგირებას ითხოვს.

მისასალმებელია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნის ნაცვლად, რაზეც არაერთხელ ისაუბრეს, მედიის თვითრეგულირების ორგანოს მომართავს, თუმცა, სამწუხაროა, რომ მისი არსი სწორად არ არის გაგებული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ისევე როგორც მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული თვითრეგულირების ორგანოები, შექმნილია პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით და არ ასრულებს სადამსჯელო ფუნქციებს. სწორედ ამიტომ ქარტია იღებს გადაწყვეტილებას დაირღვა თუ არა ქარტიის რომელიმე პრინციპი სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში და არ ასანქცირებს მის ავტორს.
ვერ დავეთანხმებით უმაღლეს საბჭოს იმაში, რომ ეს „გარემოება ისედაც ნაკლებეფექტიანს ხდის ჟურნალისტური ეთიკის დარღვევებზე რეაგირების სისტემას“. არაერთი კვლევა და მედიამონიტორინგის ანგარიში ადასტურებს იმას, რომ 2009 წლიდან, ქარტიის დაფუძნებიდან დღემდე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ეთიკური სტანდარტები მედიაში. ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი ქარტიაში შემოსული განაცხადების რაოდენობა, საქმის განხილვაში მონაწილეობენ თავად ჟურნალისტებიც, განმცხადებლებიც.
ქარტია საქმეს განიხილავს დადგენილი წესის შესაბამისად, ამიტომაც თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის რომელიმე პრინციპი, მათ შეუძლიათ მომართონ ქარტიას შესაბამისი ფორმით. საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე ქარტიის საბჭოს არ შეუძლია საქმის წარმოების დაწყება და ზოგადი მსჯელობის შედეგად ჟურნალისტური სტანდარტების დაცის ან დარღვევის დადგენა.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეტენზიას, რომ თითქოს ქარტიის პრინციპებში არ არის ასახული „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ დებულება ფაქტის განზრახ დამახინჯებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, ფაქტის განზრახ დამახინჯება უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად არის მიჩნეული.

ამას გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებაში მიუთითებს განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების დადგენის აუცილებლობაზე მაშინ, როცა ქარტიას შემუშავებული აქვს სახელმძღვანელო პრინციპები ე.წ. გაიდლაინები ჟურნალისტებისთვის სასამართლო პროცესის გაშუქების შესახებ.

აქვე შევახსენებთ, უმაღლეს საბჭოს, რომ ქარტია არამხოლოდ საჯაროდ აქვეყნებს გადაწყვეტილებებს, არამედ არასდროს ერიდება საჯაროდ მოსაზრებების გამოთქმას და დისკუსიის დაწყებას მედიაში არსებული პრობლემების შესახებ. შესაბამისად, დადგენილი წესის შესაბამისად ეხმაურება ყველა მოვლენას, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს.

ქარტიისთვის გაუგებარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსაზრება, თითქოს ჟურნალისტებს თვითცენზურისა და თვითშეზღუდვის ვალდებულება ჰქონდეთ. ქარტია, ისევე როგორც მედიის სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციები პირიქით, ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომ ქვეყანაში არამხოლოდ ცენზურა, არამედ ჟურნალისტების თვითცენზურაც არ არსებობდეს, ვინაიდან „თვითცენზურა“ წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი მედიის პრინციპებთან.

საერთო ჯამში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წუხილი, რომ ჟურნალისტები „დასაშვები კრიტიკის“ და „გამოხატვის თავისუფლების“ ფარგლებს სცილდებიან, მიუღებელია ქარტიისთვის. ქვეყანაში არსებობს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომლის დაცვა და შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია მედიის თავისუფლებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც რაიმე ფორმით შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არსებული სტანდარტის გაუარესება იქნება.

აქედან გამომდინარე, ქარტია, რომლის მთავარი მიზანია მედიის სტანდარტის გაუმჯობესება, ჟურნალისტების და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების დაცვა, საკუთარ ძალისხმევას მიმართავს სწორედ იქითკენ, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვა ქვეყანაში არ დაწესდეს.” – ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი დირექტორი ჰყავს
“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართვა შს სამინისტროს