FM97.5 / LIVE
მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე."> ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

მთავარისაზოგადოება 15.12.2014
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სამართალდამცველების მხრიდან “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს–სა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

გარდა ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას "სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტების უსაფრთხოება, თუმცა, ეს ქარტიის პირველი მიმართვა არ არის. ამ მოთხოვნით ქარტიამ შსს–ს 11 დეკემბერსაც მიმართა, მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარბჭეს“ ოფისთან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა.

„განვითარებული მოვლენები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ “სამხრეთის კარიბჭის” სარედაქციო დამოუკიდებლობაში უშუალოდ შსს-ს თანამშრომლები ერევიან. ქარტიის საბჭო ფლობს ინფორმაციას გამოცემის ჟურნალისტის მიმართ ბოლო 2 დღის განმავლობაში განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესახებ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს პროკურატურას, უსწრაფესად გამოიძიონ “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტებზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტები. შსს-ს მხრიდან უნდა შეწყდეს გამოცემის სარედაქციო საქმიანობაში ჩარევის მცდელობები და სრულად უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ამ პროცესში მონაწილე პირებს შევახსენებთ, რომ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
ქარტიის საბჭო სრულ სოლიდარობას უცხადებს გაზეთ “სამხრეთის კარიბჭეს” და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ “სამხრეთის კარიბჭის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

სამხრეთის კარიბჭის" ჟურნალისტზე ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა 8 დეკემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ჟურნალისტ თამუნა უჩიძის სტატია, სახელწოდებით: “ბრალდებულის და: სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა”.

სტატიას მოჰყვა სამი სატელეფონო ზარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორსა და ჟურნალისტთან, სტატიის სათაურის შეცვლის თხოვნით. და ასევე, ჟურნალისტ თამუნა უჩიძესთან მივიდა სამი ადამიანი. ამათგან, ერთი სტატიის სათაურის შეცვლას ითხოვდა, ორი კი თამუნა უჩიძეს „მეგობრულად ურჩევდა“ აღარ ეწერა ამ ტიპის სტატიები, დაეთანხმებინა სტატიის მთავარი რესპონდენტი და შეეცვალათ წინა სტატიაში მონათხრობი, იმიტომ, რომ „სახელმწიფო ინტერესია ახალქალაქში სიმშვიდე იყოს“. წიააღმდეგ შემთხვევაში, არ იყო გამორიცხული, მასზე მომხდარიყო მეტი ზეწოლა და „დაუმახინჯდებოდა ცხოვრება“.

გუშინ, 14 დეკემბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებმა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს და დეტალურად ისაუბრეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

[ნინო ნარიმანიშვილი, თბილისი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება
„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები – გამოხმაურება მედიაში
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიმართვა საჯარო მოხელეებს
MDF, TDI და GDI  "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ
ქარტია მოუწოდებს შსს–ს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება
ხვალ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრება გაიმართება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება