FM97.5 / LIVE

მედიამონიტორინგი: sknews.ge ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

მთავარისიახლე, არჩევნები 19.10.2017
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის მიხედვით, რომელიც დღეს, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა, "სამხრეთის კარიბჭე" ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ვებგვერდზე არის ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება.

მედიამონიტორინგი: sknews.ge ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მედიამონიტორინგს „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" (CDI) ატარებდა. მონიტორინგი 2017 წლის 19 ივნისიდან ხორციელდებოდა და 20 ონლაინ გამოცემას მოიცავდა. ანგარიში 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ონლაინ მედიის კვლევის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში "სამხრეთის კარიბჭეზე" [sknews.ge-ზე] არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ვებგვერდზე დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. sknews.ge მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან მულტიმედია პროდუქტს.

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, sknews.ge-ზე ყველაზე აქტიურად მთავრობის (27%), ადგილობრივი მთავრობისა (18%) და „ქართული ოცნების“ (15%) საქმიანობა გაშუქდა: "დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა. sknews.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა სხვადასხვა პარტიის მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობას".

"მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ sknews.ge ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გვხვდებოდა ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება ცალკეულ სტატიებში", – ნათქვამია ანგარიშში.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მედიამონიტორინგი: ‘სამხრეთის კარიბჭე’ სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს მოვლენებს
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები 12:00 საათზე – 20 ოქტომბერი [Audio]
ახალი ამბები სომხურ ენაზე – 20 ოქტომბერი [Audio]
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 20 ოქტომბერი [Audio]
დღის მთავარი გამოშვება – 20 ოქტომბერი [Audio]
ინტერესთა კონფლიქტი ასპინძის საოლქოში – კომისიის მდივანი ‘ოცნების’ მაჟორიტარობის კანდიდატის მეუღლეა