FM97.5 / LIVE

‘ახალციხის საკრებულოს 5 დეპუტატს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული’ - გამჭვირვალობა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.07.2020
ახალციხის საკრებულოს 17 თანამდებობის პირიდან ქონებრივი დეკლარაცია 5 მათგანს არასრულად აქვს შევსებული. მათ შორის ოთხი - კომისიის თავმჯდომარეა, ხოლო ერთი ფრაქციის თავმჯდომარე. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს.

‘ახალციხის საკრებულოს 5 დეპუტატს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული’ - გამჭვირვალობა

ვლადიმერ კურტანიძე, ვასილ სისვაძე, ამბარცუმ ბაბოიანი, ბესიკ გოგსაძე და ეკა ტატალაშვილი - ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსეს - ამის შესახებ არასამათავრობო ორგანიზაციამ ანგარიში „ახალციხის საკრებულოს საქმიანობის შეფასების“ შესახებ გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, დოკუმენტი საკრებულოდან გამოთხოვილ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და საკუთარ დაკვირვებებს ეფუძნება.

აქვე განმარტებულია, რომ კანონმდებლობის მოთხოვნის მიხედვით, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.

მიუხედავად კანონში დადგენილი ნორმებისა, ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ 17 თანამდებობის პირიდან ხუთმა დეპუტატმა საკუთარი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია დეკლარაციაში არ ასახა:

ვლადიმერ კურტანიძე - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მამა გოდერძი კურტანიძე კოოპერატივ „ზეუბნის“ თავმჯდომარეა, დედა თამარ კურტანიძე კი ამავე კოოპერატივის წევრი.

ვასილ სისვაძე - ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე

ვასილ სისვაძე 2014 წლიდან დღემდე ახალციხის საკრებულოში თანამდებობის პირია, თუმცა მხოლოდ 2014 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე მარინე ასანიძე შპს „ზღაპარის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორია. აქვე, მას არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე 2011 წლის 23 სექტემბრიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული.

ამბარცუმ ბაბოიანი - განათლების და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ამბარცუმ ბაბოიანი 2014 წლიდან ახალციხის საკრებულოში თანამდებობის პირია. მისი მეუღლე ასია ბაბოიანი 2013 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედაა რეგისტრირებული, თუმცა ამბარცუმ ბაბოიანს, ამის შესახებ 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

მოგვიანებით, 2015 წლის 4 დეკემბერს, დეპუტატის მეუღლემ შპს „ნატ-ელლა ჯგუფი“ დააფუძნა, იგი თავადაა ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორიც, თუმცა ამბარცუმ ბაბოიანს ამის შესახებ მხოლოდ 2015 წლის დეკლარაციაში უწერია, შემდეგ შევსებულ ოთხ დეკლარაციაში კი - არა.

ბესიკ გოგსაძე - ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე

ბესიკ გოგსაძეს დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე ნინო სუდაძე არის კოოპერატივ „ორცეფის“ გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. ასევე, ბესიკ გოგსაძის დედა, ლამარა გოგსაძე შპს „ქვისარტყელას“ დირექტორი და 100% წილის მფლობელია 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე, თუმცა გოგსაძეს ამის შესახებ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

ეკა ტატალაშვილი - ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე

ეკა ტატალაშვილს დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი შვილი, გიორგი ტატალაშვილი არის ინდივიდუალური მეწარმე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების შევსება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა პასუხი აქვთ ახალციხელ დეპუტატებს არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
ასახა თუ არა დეკლარაციაში საჯარო მოხელემ ფარული წილი რესტორან „ალავერდში“
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალს მალავს
TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც  კანონდაღვევაა’
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები
საჯარო მოხელეების დაფარული წილები რესტორან ‘ალავერდში’