FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.09.2020
22 სექტემბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 264 პირი იმყოფება, აქედან თვითიზოლაციაში 85–ია, კარანტინში კი 179 მოქალაქე.

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა

კარანტინში მყოფი 179 მოქალაქედან ცხრა ახალციხეში, სასტუმრო „გრანდ პალასშია“ განთავსებული, ხოლო დანარჩენი 170 ბაკურიანში მდებარე ექვს სასტუმროშია გადანაწილებული.

თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა რეგიონის მასშტაბით ბოლო სამ დღეში 85–მდე გაიზარდა.

რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი, 38 პირი ადიგენში, სოფელ ჭეჭლაში იმყოფება. სამ ადგილობრივს კორონავირუსი ბათუმში, ქორწილში ყოფნის შემდეგ გამოუვლინდათ.

თვითიზოლაციაში 37 პირია ახალციხეში, აღნიშნულ მოქალაქეებს სომხეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენთან ჰქონდათ კავშირი, რომელსაც მოგვიანებით covid-19 დაუდასტურდა.

ამ ეტაპისთვის სავალდებულო თვითიზოლაციაში ნინოწმინდაში შვიდი ადგილობრივი იმყოფება, ხოლო ახალქალაქში სამი. ბორჯომში არცერთი.

მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 3 913 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 1 574–მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 23 პირი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 255 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41–ია.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა 353–მდე გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 11–ით გაიზარდა