FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 16.09.2020
16 სექტემბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება, აქედან 26 თვითიზოლაციაშია. რეგიონს კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე დაემატა.

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 447 მოქალაქე იმყოფება

კარანტინში მყოფი 421 მოქალაქედან 103 ახალციხეში, სასტუმრო „გრანდ პალასშია“ განთავსებული, ხოლო 318 მოქალაქე ბაკურიანში მდებარე ექვს სასტუმროშია გადანაწილებული.

თვითიზოლაციაში რეგიონში 26 პირი იმყოფება, აქედან 14 ბორჯომშია, 12 ახალქალაქში.

„ძირითადად საკარანტინო ზონიდან არიან, მცირეწლოვანები ყავთ და სახლში ამიტომ რჩებიან, ნაწილი კი დადასტურებული შემთხვევასთან კონტაქტია რომლებიც თბილისში იყვნენ და არა ბორჯომში“, – ამბობს ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა რატიანი.

რაც შეეხება ახალქალაქს, თვითიზოლაციაში მყოფი 12 მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

„უცხოეთიდან შემოსულები არიან და რჩებიან თვითიზოლაციაში. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და ორ დღეში დაასრულებენ თვითიზოლაციას“, – განგვიცხადეს ახალქალაქის საზოგადოებრივ ჯანდაცვის სამსახურში.

სამცხე–ჯავახეთში „ცხელების ცენტრების“ გაუქმების შემდეგ, პაციენტები ვირუსის დადასტურების შემდეგ გორის ან თბილისის კოვიდკლინიკებში გადაჰყავთ.

ბოლო 10 დღის მონაცემებით, ბაკურიანში არსებულ საკარანტინო ზონებში, კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 2 758
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 412
მათ შორის გარდაცვლილი - 19
კარანტინის რეჟიმში - 6633
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში 352 მოქალაქე იმყოფება
ახალციხეში თვითიზოლაციაში 12 მოქალაქე იმყოფება

სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა
სამცხე–ჯავახეთში 2 საკარანტინო ზონა გაუქმდა
სამცხე–ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა გაიზარდა
ახალციხეში კარანტინში მყოფ ქალს COVID-19 დაუდასტურდა