FM97.5 / LIVE

ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.09.2020
ადიგენის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრებ ორ პირს, რომლებიც ბათუმში ქორწილში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. იმავე ქორწილში იმყოფებოდნენ მეზობელ სოფლებში მცხოვრებლებიც, მათ ტესტირება ჩაუტარდათ.

ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც სოფელ ჭეჭლის მცხოვრებლები ამბობენ, ახალგაზრდა ქალსა და კაცს ტესტები ადგილზე, სოფელში აუღეს: „ამოსულები იყვნენ ეპიდემიოლოგები და აუღეს ანალიზები. ვიცით, რომ ბათუმში ქორწილში იყვნენ“, - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, ამავე ქორწილში იმყოფებოდნენ მოხისა და ღორთუბნის მცხოვრებლებიც, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდათ, მათი ნაწილი კი თვითიზოლაციაშია: “თანასოფლელის ქორწილში იყვნენ ბათუმში წასულები, როგორც ვიცი ჭეჭლაში მცხოვრებლებს ორს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც შეეხება მოხეს, აქედან სამი ოჯახი იყო წასული სულ 10 კაცი და მათ ანალიზები 19 სექტემბერს აუღეს, ყველას პასუხი უარყოფითია“, – ამბობს გიორგი მეტრეველი.

მისივე განმარტებით, ათივე მათგანი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ადიგენის სოფლებში რამდენ პირს ცაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე, უცნობია. „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ საუბრობენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ინფორმაცია ვერ მივიღეთ, ვერც ადიგენის მერიიდან და ვერც ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან: „ჟურნალისტების დრო არ მაქვს, არ მცალია!“, - განაცხადა რედაქციასთან ცენტრის ხელმძღვანელმა რუიზან ქიმაძემ.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჩორჩანში კორონავირუსზე ოჯახი შეამოწმეს’ - ადგილობრივები
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსზე 148 პირი შემოწმდა  - 22 სექტემბერი
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა
ადიგენში 10 დღის წინ სტუმრად მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
ადიგენში მესამე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა მიმდინარეობს
'მცდარი ინფორმაციაა' – ადიგენის მერია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაზე