FM97.5 / LIVE

‘მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაატოვებინონ საკარანტინო სივრცე ენმ–ს წევრებს’ – ზაალ უდუმაშვილი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.09.2020
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან, ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლების, დავით ბალიაშვილის და გელა დემეტრაძის გამოყვანას ითხოვენ. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" კორონავირუსის პანდემიას სათავისოდ იყენებს და ენმ–ს წევრებს წინაასაარჩევნო მუშაობაში ხელს მიზანმიმართულად უშლის.

‘მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაატოვებინონ საკარანტინო სივრცე ენმ–ს წევრებს’ – ზაალ უდუმაშვილი

„ხელისუფლება გადავიდა პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ იზოლაციაზე, რასაც ადასტურებს ახალციხეში მომხდარი ფაქტი. გუშინ ჩატარდა PCR ტესტები და გუშინვე მივიღეთ პასუხები, რომელიც ადასტურებს, რომ არცერთ ჩვენ თანამებრძოლს ვირუსი არ დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან კარანტინში, მკაცრი ზომები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წვერებს შეეხოთ, - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

წინასაარჩევო ხელისშეშლაზე საუბრობს გელა დემეტრაძეც, მისი თქმით კითხვებს ისიც აჩენს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თვითიზოლაციაში დატოვეს, ისინი კი კარანტინში გადაიყვანეს.

„თავიდან გვეგონა ყველა გადაყავდათ, მაშინ დავეჭვდით, როცა ავტობუსში ავედით. ვიცოდით ინფიცირებულს სხვებთანაც ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ ისინი არ წამოიყვანეს. თვითიზოლაციაში რომ ვყოფილიყავი უფრო შევძლებდი საარჩევნო პროცესში ჩართვას. ბაუკრიანიდან ამას ვერ ვახერხებ“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

დემეტრაძის თქმით, მას ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ „ოცნების“ დეპუტატის მსგავსად, ისიც თვითიზოლაციაში ყოფილიყო.

„კერძო სახლი მაქვს. ისე მოვაწყვე ოთახი, რომ შემეძლო ოჯახის წევრებისგან იზოლირებულად ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც გადმომიყვანეს“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

რატომ გახდა საჭირო მათი საკარატინო სივრცეში გადაყვანა და რატომ არ დატოვეს თვითიზოლაციაში, ამ კითხვებზე პასუხს "სამხრეთის კარიბჭე" ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება.

გელა დემეტრაძე და დავით ბალიანშვილი კორონავირუსით ინფიცირებულ სომეხ ბიზნესმენთან შეხვედრის გამო, საკარანტინო სივრცეში 18 სექტემბერს გვიან ღამით გადაიყვანეს, ტესტირებამ აჩვენა, რომ მათ ინფექცია არ აქვთ. განმეორებით ანალიზის აღებას მედიკოსები 26 სექტემბერს გეგმავენ.

„გვითხრეს დილით გაგიკეთებთ ტესტირებას და 26 სექტემბერს გვიან ღამით შეგძლიათ საკარანტინო სივრცე დატოვოთო“, – ამბობს გელა დემეტრაძე.

ინფიცირებული ბიზნესმენი ახალციხეში 13 და 14 სექტემბერს იმყოფებოდა, მან დედა 13 სექტემბერს და დაკრძალა გასვენებაში ათობით ადგილობრივს შეხვდა, გარდა ამისა მოინახულა ახალციხეში მდებარე, ის ობიექტები, რომლებიც მისი საკუთრებაა.

ინფიცირებულთან კოტაქტში მყოფი პირების ნაწილი ბაკურიანის და ახალციხის საკარანტინო სივრცეებში გადაანაწილეს, ნაწლს კი თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მისცეს. რამდენ პირთან ჰქონდა ონტაქტი ინფიცირებულს ჩვენთვის უცნობია, რადგან ამ საკითხზე კომენტარს დაავადებათა კონტროლოს ეროვნულ ცენტრსა და ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ აკეთებენ.

ცნობილია ის, რომ აქამდე გატესტილი პირებიდან კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

წინასაარჩევნო ხელის შეშლაზე განცხადება გააკეთა ვანო მერაბიშვილმაც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში  კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფმა პირებმა საკარანტინო სივრცე დატოვეს
'ოცნება' პანდემიას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს – მერაბიშვილი ენმ–ს წევრების კარანტინში გადაყვანაზე
COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს
ენმ-ს ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი კარანტინში გადაიყვანეს
ახალციხეში COVID-19–ზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს