FM97.5 / LIVE

COVID-19-ით ინფიცირებული 187 ახალი შემთხვევიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია – ეზუგბაია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.09.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტრის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია. მისი თქმით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ აჭარაში ფიქსირდება.

COVID-19-ით ინფიცირებული 187 ახალი შემთხვევიდან ერთი სამცხე–ჯავახეთშია – ეზუგბაია

„დაგვემატა 187 ახალი შემთხვევა, ჯამში 3 306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-116, გურია-4, თბილისი-30, იმერეთი-15, კახეთი-3, მცხეთა-2, სამეგრელო -11, სამცხე-ჯავახეთი– 1, ქვემო ქართლი- 2, შიდა ქართლი -3. გამოჯანმრთლებულების რიცხვი 46-ით გაიზარდა და 1481 გახდა“–განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1 798 პაციენტი მკურნალობს.

„1798 პაციენტიდან, კრიტიკული 14 პაციენტია, მძიმე კი 70-ზე მეტი. დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,- თქვა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სამცხე–ჯავახეთში დადასტურებულ ერთ შემთხვევას, სავარუდოდ ეს ის პირია, რომელიც გასულ კვირას სომხეთიდან დედის გასვენებაში ჩამოვიდა.

ინფიცირებულმა ქელეხი ახალციხის ერთ–ერთ რესტორანში გადაიხადა, რომელიც ამ დროისთვის დახურულია, ასევე დაიკეტა სილამაზის სალონი, სადაც ინფიცირებული იმყოფებოდა.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ბაკურიანის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

საქართველოში 3 306 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელდა 1481, კლინიკებში მკურნალობს 1 485 პაციენტი, 19 კი გარდაცვალა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის მდგომარეობა კრიტიკულია
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
კორონავისრუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან 7 სამცხე-ჯავახეთშია
საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
‘არ მგონია ქვეყნაში ისეთი მდგომარეობა შეიქმნას, რომ ვერ შევძლოთ დასტაბილურება’– ეზუგბაია
სამცხე–ჯავახეთში COVID-19-ით კიდევ სამი პირი დაინფიცირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა