FM97.5 / LIVE

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 02.09.2020
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით „კოვიდ ცენტრებში“ 251 პაციენტი მკურნალობს, აქედან 15 პაციენტი მძიმეა, ხოლო სამის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, საქართველოში დღეს გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 22 ბათუმში დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით, „კოვიდ ცენტრებში“ მკურნალობს 251 პაციენტი. აქედან რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, 3 კრიტიკულად მძიმე და 15 მძიმე პაციენტია, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

„კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, შვიდი - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, ოთხი - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც ორი პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, – ამბობს ეზუგბაია.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ამ ეტაპზე კლინიკაში 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

გამოვლენილი შემთხვევების მიუხედავად, პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილში. ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეის მდგომარეობით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 548–ია, აქედან გამოჯანმრთელდა 1 270 პაციენტი, 19 კი გარდაიცვალა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
57 ახალი შემთხვევიდან 8 პაციენტის წყარო უცნობია
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია
კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის მდგომარეობა კრიტიკულია
9 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია