FM97.5 / LIVE

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 04.09.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 4 სექტემბერს დადასტურებული 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია და ამ ეტაპზე ეპიდკვლევა გრძელდება.

კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია

როგორც ეზუგბაია აცხადებს, 12 შემთხვევა “დონას“ კლასტერს უკავშირდება, სამი პაციენტის წყაროა კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, კიდევ სამი პაციენტი რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომლები არიან, ორი შემოტანილი შემთხვევაა, ოთხს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ოთხ შემთხვევაზე კი, ეპიდკვლევა გრძელდება.

მისივე თქმით, ამჟამად, კოვიდცენტრებში მკურნალობს 275 პაციენტი, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 16 კი, მძიმე.

„დაგვემატა 28 ახალი დადასტურებული შემთხვევა და რაოდენობა 1 596-ია. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 15-ით გაიზარდა და გახდა 1 294. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი ჯერ-ჯერობით კვლავ 81%-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, განმარტებით, კონკრეტულად მათ კლინიკაში ამ დროისთვის 14 დადასტურებული შემთხვევაა, ამ პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ერთი კი მძიმე.

4 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 596 –ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1 294, გარდაცვლილია - 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 6 250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 289, რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ამ ეტაპზე - 41–ია.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
კორონავირუისის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული 9 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია
კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 19–ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა