FM97.5 / LIVE

9 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 17.06.2020
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 9 შემთხვევიდან, 2 დაავადებულთან კონტაქტია, 6 საკარანტინო სივრციდან არის, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

9 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია
ფოტო:თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 143 პაციენტი მკურნალობს.

"ცხრა ახალი შემთხვევიდან ორი გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, ექვსი საკარანტინო სივრციდან არის, ყველა შემოტანილი შემთხვევაა და ამ ექვსიდან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება", – განაცხადა ჟურნალისტებთან მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფო შვიდმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, კლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული რჩება.

"გვყავს 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი და 2 ახალი, ორივე არის შემოტანილი შემთხვევა, ერთი არის რუსეთიდან, ერთი სომხეთიდან. ორივეს მდგომარეობა რუტინული კვლევებით და არსებული მონაცემებით, ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმისაა. ჩვენ 1 მძიმე პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მაგრამ მძიმე პნევმონია გვრჩება, ამიტომ როგორც მძიმე პაციენტს, ისე განვიხილავთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია
ინფექციური საავადმყოფოს ოთხი ახალი პაციენტიდან ერთის წყარო ჯერ უცნობია
კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია
‘ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია’ – ეზუგბაია
კორონავირუისის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია