FM97.5 / LIVE

‘ადიგენის მერია მიზანმიმართულად არ აკეთებს მლაშის ხიდს’ - ადგილობრივები

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2020
ადიგენში მცხოვრებლები სოფელ მლაშესთან არსებული რკინის ხიდის რეაბლიტაციას ითხოვენ. აქაურები ამბობენ, რომ უკვე წლებია მერიას ხიდის მოწყობას სთხოვენ, თუმცა თვითმმართველობა მიზანმიმართულად არ ეხმარება.

ხიდი-3

რკინის ხიდი, რომლის რეაბილიტაციასაც ადიგენის სოფლების მცხოვრებელები ითხოვენ, სოფლების ზარზმისა და მლაშის გასაყარზე, მდინარე ქვაბლიანზე მდებარეობს. როგორც აქაურები ამბობენ, იგი ადიგენს, მუნიციპალიტეტის 13 სოფელთან აკავშირებს. მათივე თქმით, ხიდის სავალი ნაწილი ყოველწლიურად ზიანდება და ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ დროებითი შეკეთებით შემოიფარგლება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი, აქ გავლა შეუძლებელი გახდა, რადგან სავალი ნაწილი მწყობრიდან საერთოდ გამოვიდა.

„დანგრეულია, საერთოდ ვეღარ დავდივართ ამ ხიდზე. მოაჯირი არის მშვენიერი, მხოლოდ სავალი ნაწილის დაგება უნდა და რა გახდა?! მოაქვთ ძელები, ყრიან დანგრეულ ადგილზე და ორ თვეს არ უძლებს. ბოლო ერთი თვეა საერთოდ ვეღარ დავდივართ. წელიწადში მინიმუმ სამჯერ მაინც არემონტებენ და ლპება ეს ჩაყრილი ძელები. ამდენი ფული იხარჯება და ბოლო-ბოლო ამისი გაკეთება რა გახდა?!“, - ამბობს ჭელის მკვიდრი ჯამბულ აბულაძე.

მისივე თქმით, ხიდით სარგებლობს მლაშის, საირმეს, ჭელას, ჭეჭლას, კეხოვანის, მოხეს, ციხისუბნის, ზედუბნის, დერცელის, კიკიბოს, ნამინაურის, გორთუბნისა და აფიეთის მოსახლეობა. „ვაღიარებთ, რომ არის მლაშიდან შემოვლითი გზაც, მაგრამ რატომ უნდა შემოვიაროთ, როცა მოკლე გზა არსებობს და ეს არის ძირითადი გზა ამ სოფლებამდე მისასვლელად?“.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ხიდის შეკეთება, ამაზე ჯამბულ აბულაძეს თავისი მოსაზრება აქვს: „მიუხედავად არაერთი თხოვნისა, ადგილობრივი გამგეობა არ აკეთებს ხიდს, რადგან ჩვენი სოფლები „მეცამეტე რაიონად“ აქვთ გამოცხადებული. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპაქტურად აჭარელი მოსახლეობა ვცხოვრობთ უმრავლესობა. აჭარლები კი თვალში არ მოვუდივართ ადგილობრივ ხელმძღვანელობას ასე, რომ არ იყოს 9 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ნორმალურად გააკეთებდნენ“, - აცხადებს აბულაძე.

ადიგენის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია. ხიდის რეაბილიტაციისთვის პროექტი შესყიდულია და ამ ეტაპზე დაფინანსებას ელოდებიან: „შესყიდული გვაქვს პროექტი და ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსებაზე. მაგას უნდა სერიოზული სამუშაო და ასევე გზაა დარჩენილი და ისიც შეერთდება“, - ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

კითხვაზე, როდის დაიწყება მშენებლობა შესყიდული პროექტის მიხედვით, სხირტლაძე ვერ აკონკრეტებს: „თანხის მოძიება უნდა ჯერ ამას, ტენდერზე რომ დავდოთ მილიონიანი პროექტი თანხა თუ არ გექნა რა აზრი აქვს?“

მისივე თქმით, ხიდის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 964 697 ლარია.

ხიდი-2

ხიდი-1

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
სოფელ წახანში ავარიული  ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს
ადიგენი–მოხის მიმართულებით მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს
ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა