FM97.5 / LIVE

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.09.2017
ადიგენში, ხიდი, რომელიც დაბას 11 სოფელთან აკავშირებს და სამი წლის წინ დროებით შეაკეთეს, ისევ ჩანგრეულია.

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
ხიდი, რომელიც დაბა ადიგენს 11 სოფელთან აკავშირებს და ადგილობრივები, როგორც ფეხით, ისე ტრანსპორტით გადაადგილდებიან, მესამე წელია დაზიანებულია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ხიდი დროებით შეკეთდება და თუ მუნიციპალიტეტი საჭირო თანხებს მოიძებს, კაპიტალურადაც შეაკეთებენ.

„მუნიციპალიტეტში ხიდების რეაბილიტაცია უკვე დაწყებული გვაქვს, რეაბილიტაცია ამ ხიდსაც აუცილებლად ჩაუტარდება, თუმცა როდის მოხდება ეს ზუსტად ვერ გეტყვით“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

ხიდი ბოლო სამი წლის განმავლობაში არა ერთხელ დაზიანდა და დროებით შეაკეთეს. ასე იყო 2014 წელსაც. როგორც მაშინ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, ხიდის კაპიტალური შეკეთებისთვის ხარჯთაღრიცხვა დგებოდა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა, თუმცა ხიდი კაპიტალურად ისევ არ გარემონტებულა. ახლა კი ენდელაძე ირმწუნება, რომ ხიდის საფარი ძალიან კარგ მდგომარეობაშია: „ ვიცი ეგ ხიდი, ძალიან კარგად გამოიყურება და კარგი საფარიც გავუკეთეთ“.

შეკითხვამ იმის შესახებ, დათვალა თუ არა ადიგენის გამგეობამ სამი წლის განმავლობაში ხიდის კაპიტალური რემონტისთვის ხარჯები, გამგებელი გააღიზიანა: „მომისმინე აქეთ! კითხვას მისვამ შენ და პასუხს გცემ მე. მე რასაც მინდა იმას გიპასუხებ, მილიონჯერ რეკვა და კითხვების დასმა რა კულტურაა?!“

როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში გავარკვიეთ, ადიგენის გამგეობაში ავარიული ხიდის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის არც ხარჯთაღრიცხვა შედგენილა და არც პროექტი.

„2010 წლიდან აქ ვმუშაობ და არანაირი ხარჯდააღრიცხვა მაგ ხიდეზე არ გვქონია და არც გვიმუშავია. მე არ ვიცი სამი წლის წინ, თქვენ ვინ რას გეუბნეოდათ. ეს ხიდი ხის მასალით შეკეთდა და კაპიტალურადაც აუცილებლად გავაკეთებთ, ყველაფერს ხომ თავის წესები აქვს“, – აცხადებს გოდერძი სხირტლაძე.

ხიდით ჭელის, ჭეჭლის, საირმეს, მოხეს, ციხის უბნის, ზედუბნის, აფიეთის, გორთუბნის, ნამინაურის, დერცელისა და კეხოვანის მოსახლეობა სარგებლობს. სოფლებს დაბასთან დასაკავშირებლად შემოვლითი გზით სარგებლობა უხდებოდათ.

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია
სოფელ წახანში ავარიული ხიდი კაპიტალურად შეკეთდა
სოფელ წახანში ხიდის შეკეთებას ითხოვენ
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ძველი ხიდი ახლით შეიცვლება