FM97.5 / LIVE

ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.10.2019
ადიგენში, თერთმეტ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია და ორი კვირაა, ტრანსპორტი ვერ გადადის. გზაზე ხიდზე გავლის ამკრძალავი ნიშნებიც არ დგას.

ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა

ხიდი, რომელიც დაბა ადიგენს სოფლებთან – ჭელა, ჭეჭლა, საირმე, მოხე, ციხის უბანი, ზედუბანი, აფიეთი, ღორთუბანი, ნამინაური, დერცელი და კეხოვანი – აკავშირებს, დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაინგრა.

ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ხიდზე ერთ–ერთი აქ მცხოვრები მანქანით გადადიოდა, როცა ხიდი ჩაინგრა: “მანქანა უმნიშვნელოდ დაზიანდა, თვითონ არაფერი დაშავებია, მაგრამ ამის შემდეგ აქ აღარავინ გადასულა იმიტომ, რომ ხიდი ჩაინგრევა და უფრო უარესი მოხდება“.

ჩანგრეული ხიდის მიმდებარედ არც გამაფრთხილებელი და არც ამკრძალავი საგზაო ნიშნები დგას, დაზიანებულ ხიდზე რომ არავინ შევიდეს.

ადიგენის მერიაში კი განმარტავენ, რომ დაზიანებული ხიდის შესახებ მათთვის ცნობილია და პროექტი მზადდება იმისათვის, რომ მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს: „მანამდე კი დროებით შეკეთდება, მოსახლეობამ გადაადგილება რომ შეძლოს“.

თერთმეტ სოფელს, აღნიშნული ხიდის გარდა, დაბასთან დასაკავშირებლად შემოვლითი გზაც აქვს, თუმცა, იმის გამო, რომ მანძილი დიდია, ძირითადად, ხიდით სარგებლობენ.

თერთმეტ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამასთან დაკავშირებით „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული. მასალების მიხედვით, ხიდი დროებით არაერთხელ შეკეთდა, თუმცა სრული რეაბილიტაცია მას არასოდეს ჩატარებია.

ამავე თემაზე:

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია

ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს

ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია

ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ძველი ხიდი ახლით შეიცვლება
ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ადიგენში, სოფლების საღრძისა და აბასთუმნის სკოლასთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდა
შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ აწყვიტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს