FM97.5 / LIVE

ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს

მთავარიეკონომიკა 10.03.2015
11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის ხარჯთაღრიცხვას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამი თვეა ითვლიან.

ხიდი, რომლის ხარჯთაღრიცხვასაც ადიგენის გამგეობა სამი თვეა ადგენს

11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მწყობრიდან პერიოდულად გამოდის და სახიფათოა, გასული წლის ბოლოს გამგეობამ დროებით შეაკეთა. 2014 წლის 19 დეკემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ხიდის ხარჯთაღრიცხვას აკეთებდნენ, თუმცა დასასრულებელი ჰქონდათ. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და გამგეობაში ჯერ კიდევ არ იციან, ხიდის კაპიტალური შეკეთებისთვის რა თანხა სჭირდებათ.

„ამ ხიდთან დაკავშირებით საბოლოო ხარჯთაღრიცხვა ჯერ კიდევ არ გვაქვს. მთავარი ისაა, რომ ადამიანები ამ ხიდით ჩვეულებრივ სარგებლობენ“, – აცხადებს ენდელაძე.

კითხვაზე, რატომ გახდა პრობლემა სამი თვის განმავლობაში ერთი ხიდის ხარჯთაღრიცხვის დათვლა, ენდელაძე კითხვითვე გვპასუხობს: „თქვენთვის რატომაა ეს ასე მნიშვნელოვანი მე ეგ მაინტერესებს. მე თქვენზე მეტად ვარ დაინტერესებული ამ საკითხით“.

ასევე კითხვაზე, თუ დაინტერესებულია, მაშინ აქამდე რატომ არ დაითვალეს, აცხადებს: „ხიდი გადაადგილებას არ აფერხებს და შეგნებულად არ მინდა თანხა დავასახელო, რომ მერე ამას კუდები არ გამოებას“.

ენდელაძის თქმით, ამ ხიდის კაპიტალური შეკეთებისთვის თანხის გამოყოფა ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვეს, თუმცა, უარი მიიღეს. ამიტომ ახლა მის გარემონტებას საკუთარი სახსრებით ეცდებიან.

„2014 წელში მუნიციპალიტეტში ერთი ხიდი კაპიტალურად შერემონტდა მეორე კი სულ ახალი გაკეთდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ხიდსაც გავაკეთებთ“, – ამბობს ენდელაძე.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესამე წელია ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანებულია
სოფელ წახანში ხიდის შეკეთებას ითხოვენ
ადიგენში ცხრა სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ჩანგრეულია
სოფელ წახანში ავარიული ხიდი კაპიტალურად შეკეთდა
ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ძველი ხიდი ახლით შეიცვლება