FM97.5 / LIVE

ადიგენი–მოხის მიმართულებით მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.01.2017
ადიგენი–მოხის მიმართულებით, მოსახლეობა სავალი გზის თოვლის საფარისგან გაწმენდას ითხოვს. მათი თქმით, დაახლოებით შვიდი სოფლის მცხოვრებლებს დასახლებებიდან გამოსვლა უჭირთ.

ადიგენი–მოხის მიმართულებით მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს

30 იანვარს მოსული უხვი თოვლის გამო, ადიგენი–მოხის მიმართულებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე მეორე დღეა მათ დასახლებებში გზის გასაწმენდად სპეცტექნიკა არ მისულა. უგზოობის გამო, გადაადგილების პრობლემა დაახლოებით შვიდი სოფლის: ჭეჭლას, კეხოვანის, საირმეს, ჭელას, მოხეს, ციხისუბნისა და ნამინაურის მცხოვრებლებს აქვთ.

"ორი დღეა საერთოდ გზა არ გაწმენდილა, დღეს გვინდოდა ასპინძაში, დაკრძალვაზე წასვლა, მაგრამ მანქანა ვერ ამოვიდა ადიგენიდან, რომ წავსულიყავით. გვაინტერესებს რატომ არ წმენდს გამგეობა ამ გზას, ორი დღე გავიდა და მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანები დადიან ჩვენთან"– ამბობს სოფელ ჭელის მცხოვრები ჯამბულ აბულაძე.

მიუხედავად ამისა, უკვე მეორე დღეა, ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ თოვლის გამო, გადაადგილების პრობლემა არცერთ სოფელს არ აქვს.

„ყველა სოფელში მისასველელი გზა გახსნილია, ყოველ შემთხვევაში, ჩაკეტილი არსად არ არის. გადაადგილებას შეძლებენ. გუშინაც მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა“ – განმარტა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მამუკა კალანდაძემ.

ჭეჭლისა და მოხის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები კი ამბობენ, რომ გზების გასაწმენდად სპეცტექნიკას დღეს, 31 იანვარს ელოდებიან.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია
თოვლის გამო ადიგენის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია
დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია
ახალქალაქის სამ სოფელში თოვლმა გზა ჩაკეტა
ადიგენში ავარიული ხიდი დროებით შეაკეთეს
ზამთრის მიწურულს ადიგენი ისევ დიდთოვლობას ელის და 17.000 ლარით ‘თავს იზღვევს’
ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]