FM97.5 / LIVE

ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.01.2017
ხვალ, 25 იანვარს, ახალციხეში, გაიმართება ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები 'სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის' ჯავახეთის 14 პარტნიორი სკოლიდან.

ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

ფორუმი 13:30 საათზე, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში გაიმართება.

როგორც ორგნიზატორები აცხადებენ, ფორუმის მიზანია მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ.

"ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, მოძიებული იქნება რესურსებიდა მოხდება მათი მობილიზაცია, დაიგეგმება პროექტების განხორციელება დადგენილი საჭიროებების გადასაჭრელად", – აცხადებენ ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით,'სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის' მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ფორუმი გაიმართება შემდეგ მისამართზე: ქალაქი ახალციხე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი: 208 აუდიტორია. რუსთაველის ქ. №122

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ სოფელ ვაჩიანში
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
დღეს ''სამცხე – ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი 2015'' გაიმართება
სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი მოეწყო