FM97.5 / LIVE

მესხური ტრადიციების აღსადგენად მემორანდუმი გაფორმდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2020
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „ჭაჭკარის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მის ფარგლებში, მხარეები მესხური ტრადიციებისა და კულტურის აღდგენა - გაცოცხლების მიზნით ერთობლივად ითანამშრომლებენ.

მესხური ტრადიციების აღსადგენად მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი დღეს, 22 ივლისს, ახალციხის ციხის ისტორიული კომპლექსის ციტადელზე გაფორმდა. მას ხელი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და „ჭაჭკარის განვითარების ფონდის“ პრეზიდენტმა გიორგი ნათენაძემ მოაწერეს.

„დღეს ისტორიული დღეა, რადგან ხელს ვაწერთ მემორანდუმს, რომელიც ეხება მესხეთის ისტორიის კვლევას, ეთნოგრაფიული კუთხით. ჩვენ დაკარგული გვაქვს ჩვენი ტანისამოსი, როგორი ჩაცმულობა გვქონდა მესხეთში, როგორი ელემენტები იყო; მეღვინეობაში არ ვართ სრულად ინფორმირებული, რა ტრადიციები გვქონდა, რა მეთოდი არსებობდა ღვინის დაყენების და ა.შ. ძალიან საინტერესო პარალელები იკვეთება ჭაჭკართან ისტორიულ, მესხურ სოფელთან“, - განმარტა გიორგი ნათენაძემ.

როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე განმარტავს, მესხური ტრადიციების აღდგენისათვის მუშაობა სამი წლის წინ დაიწყეს: „დაწყებულია არქივებზე, ტოპონიმიკაზე მუშაობა, კონკრეტული სამოსის, კულინარიული მიმართულებებისა და კულტურული მიმართულებების კვბლევაზე, რომლებსაც ჩვენ მალე გამოვცემთ და ამავდროულად ელექტრონული ფორმით მივაწვდით ჩვენს დაინტერესებულ მკითხველს“.

1. მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკა სთავაზობს ფონდს, უსასყიდლოდ ისარგებლონ საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით;

2. ეროვნული ბიბლიოთეკა და ფონდი ერთობლივად განახორციელებენ სხვადსხვა სახის კვლევით პროექტებს, კონკრეტულად კი:
- ბიბლიოთეკა დაეხმარება ფონდს მესხური ტრადიციული კულტურის ელემენტების ფორმებისა და ინფორმაციის მოძიებაში;
- ბიბლიოთეკა დაეხმარება ფონდს მესხეთში არსებული ისტორიული მნიშვნელობის მქონდე ძეგლების მოძიებაში;
- ბიბლიოთეკა დაეხმარება ფონდს სოფელ ჭაჭკარის ისტორიის, მისი წარმოშობის, ტოპონიმიკის, ტრადიციებისა და ლეგენდების მოძიებაში, მის ფონდში არსებულ მასალებზე დაყრდნობით;
- ეროვნული ბიბლიოთეკა და ფონდი განახორციელებენ ერთობლივ საგამომცემლო საქმიანობას;

3. ფონდი, თავის მხრივ, ბიბლიოთეკას მიაწვდის მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საკითხზე. ფონდი იზრუნებს მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად აღადგინოს მესხური ტრადიციული და ავთენტური ტანისამოსი, მესხური მივიწყებული კერძები, ფონდი იზრუნებს სოფელ ჭაჭკარის აღდგენა-რევიტალიზაციაზე.

მემორნადუმი სამი წლის ვადით დაიდო.

მესხური ტრადიციების აღსადგენად მემორანდუმი გაფორმდა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახლციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საქართველოს რკინიგზასა' და 'სოლიდარობის ფონდს' შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]
ჭელაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ბიბლიოთეკა გაიხსნა
მესხური ღვინო ტოკიოს ღვინის ფესტივალზე
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარებისთვის ფონდს ქმნიან
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ბავშვებს არ უყვართ ძველი გამოცემის წიგნები’
ახალციხის ბიბლიოთეკამ 120 წლის იუბილე აღნიშნა