FM97.5 / LIVE

'საქართველოს რკინიგზასა' და 'სოლიდარობის ფონდს' შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 20.12.2018
სს "საქართველოს რკინიგზას" და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ფონდის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს.

'საქართველოს რკინიგზასა' და 'სოლიდარობის ფონდს' შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]

"საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ინიციატივითა და სურვილით მათი ხელფასიდან ყოველთვიურად განხორციელდება დონაცია. აღსანიშნავია რომ გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს, რადგან რკინიგზელები საქველმოქმედო აქციაში 2015 წლიდან არიან ჩართულნი.

დოკუმენტს ხელი სს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ია მაქაცარიამ მოაწერეს.

"საქმე, რომელსაც საქართველოს სოლიდარობის ფონდი ემსახურება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული რკინიგზელი სრულად იზიარებს ამ მნიშვნელობას და საკუთარი ინიციატივით თავისი მცირედი წვლილი შეაქვს ისეთ დიდ და საყოველთაო საქმეში, როგორიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაა. ეს არის ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა", - აცხადებს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

"მნიშვნელოვანია, რომ საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში. ყოველი ერთით მეტი დონორი გვაძლიერებს. საქართველოს რკინიგზა ჩვენი დიდი ხნის მეგობარია და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ონკოლოგია 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ, სწორედ ამას ემსახურება სოლიდარობის ფონდი",- აცხადებს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ია მაქაცარია.

"სოლიდარობის ფონდი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ფონდი სიმსივნით დაავადებული ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას და დიაგნოსტირებას აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე ფონდმა 611 ბენეფიციარის დაფინანსება შეძლო, სულ მობილიზდა 15 000 000 ლარი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია შპს „სესიაშვილს“  შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]
სოლიდარობის ფონდს სამცხე–ჯავახეთში 454 საჯარო მოხელე შეუერთდა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და გამგეობებს სოლიდარობის ფონდმა მადლობის სერტიფიკატი გადასცა
ფინკა ბანკმა 'სოლიდარობის ფონდში' 5000 ლარი გადარიცხა ®

საქართველოს რკინიგზასა და ჩინეთის პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]
20 დეკემბერი სოლიდარობის საერთაშორისო დღეა
დავით ფერაძემ 'თბილისის აბრეშუმის გზის' ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ®