FM97.5 / LIVE

მესხური ღვინო ტოკიოს ღვინის ფესტივალზე

მთავარისაზოგადოება 09.12.2014
მესხური, ტრადიციული, ქვევრის ღვინო ტოკიოში, ნატურალური ღვინის ფესტივალზე წარადგინეს.

მესხური ღვინო ტოკიოს ღვინის ფესტივალზე

ფესტივალზე მესხური ღვინო მისმა მწარმოებელმა, „სამცხე–ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის“ დამფუძნებელმა გიორგი ნათენაძემ წარადგინა.

ნათენაძე, 7 ქართველ მეღვინესთან ერთად, იაპონიაში ერთი კვირის განმავლობაში ეწეოდა მესხური ღვინის პროპაგანდას. იგი ამბობს, რომ იაპონია ყველაზე დიდი ბაზარია ნატურალური ღვინის გასაღების თვალსაზრისით, საქართველო კი მათთვის ნამდვილი აღმოჩენაა: „მიგვიწვიეს იაპონელმა იმპორტიორებმა, რომლებიც ჩვენი ღვინის ექსპორტს ეწევიან. ნატურალურ ღვინოში იგულისხმება ის, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს, არც ვენახში და არც ღვინის წარმოებაში, აქ ყველაფერი ბუნებრივია. ქვევრის ნატურალურმა ღვინომ იაპონელ სომელიებზე და ღვინის მომხმარებლებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“.

ქართველი მეღვინეები იაპონიის სამ ქალაქში ოსაკაში, კიოტოში და ტოკიოში ნატურალურ ღვინის სხვადასხვა ბარს ესტურნენ. მათ საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ ღვინის მოყვარულებს.

„ოსაკაში და ტოკიოში ჩატარდა ღვინის სემინარი და დეგუსტაცია, აქაც ათასობით დაინტერესებულმა სომელიემ თუ მოყვარულმა მოიყარა თავი. ყველას ძალიან მოსწონდა ქართული ღვინო და საოცარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ. ჩვენი ღვინით დაინტერესდნენ იაპონური რესტორნებისა და ბარების მეპატრონეები. მათ უკვე გამოხატეს ღვინის შეძენის სურვილი“, – ამბობს ქართველი მეღვინე.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მესხური ღვინო ექსპორტზე გაიტანა: „უცხოელები კარგად გრძნობენ და მოსწონთ მესხური ღვინის უცხო არომატი“.

გიორგი ნათენაძემ მესხური ღვინო პირველად 2006 წელს ჩამოასხა. მიმდინარე, 2014 წელს კი უკვე „სამცხე–ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია“ დააარსა და ამ მიმართულებით სერიოზული გეგმები აქვს. ამბობს, რომ მომავალი წლიდან ხიზაბავრის ისტორიული ტერასების აღდგენას და მესხური ჯიშების გაშენებას აპირებს.

„ამ პროექტზე უკვე 2 წელია ვმუშაობ და სამუშაოები რეალურად გაზაფხულიდან დაიწყება. ეს იქნება ისტორიული ფაქტი და ძალიან კარგი სანახაობა ტურისტებისთვის, ამუშავდება ღვინის ტურიზმი და იმედი მაქვს, რომ მეტ ხალხს დავაინტერესებ ჩვენს რეგიონში მესხური ღვინით. დღესდღეობით 28 მესხური ჯიში მაქვს მოძიებული და გამზადებული ტერასებზე გასაშენებლად“, – ამბობს იგი.

ქართველი მეღვინეების ვიზიტი იაპონიაში საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტომ დააფინანსა, რომელიც ცდილობს ქართულ ღვინოს პოპულარიზაცია გაუკეთოს მსოფლიო ბაზარზე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხური ღვინის აღიარება  [Photo]
მესხური ღვინო საფრანგეთში, ღვინის გამოფენაზე
ღვინის ფესტივალი ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთში ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია ჩამოყალიბდა
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
ქვევრის ღვინის  საერთაშორისო კონკურსში მესხურმა ღვინომ ბრინჯაოს დიპლომი აიღო
ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]