FM97.5 / LIVE

ჭელაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ბიბლიოთეკა გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.08.2018
ადიგენში, ჭელას მეჩეთის პირველ სართულზე, მუსლიმთა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ბიბლიოთეკა გაიხსნა.

ჭელაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში, სოფელ ჭელას ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, სარეზერვო ფონდი დამატებით სახელმძღვანელოებით დაეხმარება ბიბლიოთეკას, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად ესაჭიროებათ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სოფლებში მსგავსი ჩართულობის ცენტრების არსებობა, ვინაიდან ეს არის საშუალება ახალგაზრდებისთვის მიიღონ დამატებითი განათლება, ასევე მოეწყოს დისკუსიები სამოქალაქო განათლების საკითხებზე. ასევე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ბიბლიოთეკას დავეხმარებით სხვადასხვა ლიტერატურით, რომელიც ძირითადად შეეხება იმ საგანმანათლებლო საჭიროებებს, რაც სჭირდებათ აქ მცხოვრებ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა

შეხვედრას თემის უხუცესი და სოფელში მცხოვრები ახალგაზრდობა ესწრებოდა.

"ნებისმიერი აღმსარებლობის და მიმდინარეობის ადამიანებისთვის არის ეს ბიბლიოთეკა, კარი ყველასთვის ღიაა. სალოცავთან კავშირი არ აქვს და ცალკე შესასვლელი აქვს. ამ ეტაპზე წიგნების დალაგების პროცესში ვართ", – ამბობს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ელექტრონული ბიბლიოთეკები საქართველოს ყველა ქალაქში გაკეთდება
აწყურის ბიბლიოთეკას კომპიუტერი გადაეცა
ახალციხის სოფლების ბიბლიოთეკებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს
ფოკას მონასტრის წინამძღვარი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს მედიკამენტების ვაუჩერები გადაეცემათ
აწყურის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება