FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიბლიოთეკამ 120 წლის იუბილე აღნიშნა

მთავარისაზოგადოება 08.12.2015
1895 წელს დაარსებული, საქართველოში რიგით მესამე ბიბლიოთეკა 120 წლის იუბილეს ზეიმობს.

ახალციხის ბიბლიოთეკამ 120 წლის იუბილე აღნიშნა

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის 120 წლის იუბილე ქალაქის მერიის, კულტურული დაწესებულებების ყოფილმა და ამჟამინდელმა წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და მკითხველებმა აღნიშნეს. ღონისძიება რესტორან „რაბათში“ გაიმართა.ახალციხის ბიბლიოთეკამ 120 წლის იუბილე აღნიშნა


1895 წლის 27 აგვისტოს ახალციხეში, პავლე ერეკლიშვილის ბინაში საქართველოში რიგით მესამე ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელიც ილია ჭავჭავაძის თაოსნობით წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაარსა.

ბიბლიოთეკარი ლილი აჩელაშვილი უკვე 44 წელია ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობს.

„დაარსებიდან 120 წლის განმავლობაში ჩვენი ბიბლიოთეკა იყო ერთ–ერთი მოწინავე საქართველოში. ყოველთვის გვყავდა 3000–მდე მკითხველი, შესანიშნავი ფონდი გვქონდა და დღემდე შევინარჩუნეთ“, – ამბობს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი ლილი აჩელაშვილი.

მისივე თქმით, ამჟამად მკითხველთა რაოდენობა შედარებით ნაკლებია. ამ ეტაპზე ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას 2 000–მდე მკითხველი და წიგნადი ფონდის რაოდენობა 47 000 შეადგენს.

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხის მერიის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

„ძალიან დიდი ისტორიის, ტრადიციების მატარებელია ჩვენი ბიბლიოთეკა, დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა საიუბილეო საღამო, მაგრამ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა. ამჯერად ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოვახერხეთ საიუბილეო საღამოს ჩატარება“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ზაირა კელაპტრიშვილი.

ახალციხის ბიბლიოთეკამ 120 წლის იუბილე აღნიშნა
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბიბლიოთეკაში ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო საღამო გაიმართა
ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
ახალციხის ბიბლიოთეკაში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ახალი მენეჯერი ჰყავს
ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას ზაირა კელაპტრიშვილი უხელმძღვანელებს
ახალციხის ბიბლიოთეკაში მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა [Photo]