FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ბავშვებს არ უყვართ ძველი გამოცემის წიგნები’

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 06.07.2015
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ახალციხეს სტუმრობს. თანამშრომლები ადგილობრივ სამეცნიერო დაწესებულებებს ეცნობიან.

ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ბავშვებს არ უყვართ ძველი გამოცემის წიგნები’

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის 15 თანამშრომელი ახალციხეს გუშინ ესტუმრა. თანამშრომლები არაფორმალურ გარემოში, ბიბლიოთეკის ერთწლიან მუშაობას აფასებენ და სამომავლო სტრატეგიულ გეგმებზე მსჯელობენ.

დღეს, 6 ივლისს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბიბლიოთეკის ახალ შენობაში გადმოტანა დადებითი მოვლენაა, თუმცა, ამჟამინდელი ფართი პატარაა და წიგნებს კარგად ვერ იტევს.

მისივე თქმით, ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკაში განსაახლებელია საბავშვო ფონდი: „ბავშვების მოსაზიდად კარგი იქნება ფონდის ახალი წიგნებით გამდიდრება. ბავშვებს არ უყვართ ძველი გამოცემის წიგნები“.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ახალციხელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს. კერძოდ, გეგმავენ ელექტრონული კატალოგის დამატებას.

ხვალ ბიბლიოთეკარები სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრებიან და რამდენიმე თვის წინ, მათი ინიციატივით გახსნილ საინფორმაციო ცენტრს მოინახულებენ. ხვალვე იგეგმება უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ბერიძესთან შეხვედრა.

[ნანა მიქელაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილიალი გაიხსნება
ახალციხის სომხურ სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს  ადგილი გამოუძებნეს
აწყურის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატება
ახალციხეში „ივლიტას ბიბლიოთეკისთვის“ წიგნებს აგროვებენ
წაღვერის საჯარო სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
ახალციხის უნივერსიტეტში წიგნების გამოფენა მოეწყო