FM97.5 / LIVE

'აუცილებლად გავასაჩივრებთ’ - ახალციხის ბაზრის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, სამართალი 16.07.2020
ახალციხის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის სარჩელი, რომელიც სამართალდამცავების მიერ დაწერილ 15 000 ლარიანი ჯარიმის ოქმის გაუქმებას ეხებოდა, ახალციხის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სარჩელის ავტორები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

'აუცილებლად გავასაჩივრებთ’ - ახალციხის ბაზრის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ლუიზა თოდუამ არ გააუქმა სამართალდამცველების მიერ 29 მარტს შედგენილი ოქმი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამო, ახალციხის აგრარული ბაზრის 15 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა.

საამართლო პროცესი დღეს, 16 ივლისს დაახლოებით 45 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.

პროცესზე ერთი მხრივ, ახალციხის ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი და მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი, მეორე მხრივ კი, პოლიციელი თორნიკე თარხნიშვილი იყვნენ წარმოდგენილი.

თარხნიშვილი ის პოლიციელია, რომელმაც 29 მარტს შპს სავაჭრო ცენტრ „ახალციხის“ იგივე აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია 15 000 ლარით იმის გამო დააჯარიმა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე მოსახლეობა დისტანციის დაცვის გარეშე, პირბადისა და ხელთათმნის გარეშე გადაადგილდებოდა.

მოსამართლეს კითხვაზე, რის საფუძველზე შეადგინა მან ოქმი, უშუალოდ დარღვევის თვითმხილველი იყო თუ სხვა საშუალებებით გაიგო დარღვევის შესახებ, სამართალდამცველმა განმარტა, რომ 112-ზე ორი შეტყობინება შევიდა, რის საფუძველზეც ოქმი დაწერეს. მათგან ერთმა ანონიმურობა მოითხოვა, მეორე კი - ჯონი მურმანიშვილი იყო. მათ შეტყობინებები დილით, 09:06 საათზე და 09:14 საათზე დაფიქსირდა.

ბაზრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ოქმი უსამართლოდ დაიწერა, რადგან პოლიციას არცერთი ფიზიკური პირი არ დაუჯარიმებია იმის გამო, რომ პირბადეს არ ატარებდნენ. მისივე თქმით, ბაზარი 06:25 წუთზე მხოლოდ მას შემდეგ გახსნა, რაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ.

„ბაზარი იურიდიული პირია და მათგან არ დაფიქსირდა რაიმე სახის შეტყობინება: „ვერ ვაკონტროლებ ნაკადს, ხალხი არ მემორჩილება და ა.შ.“. აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ოქმი შეგვედგინა იურიდიული პირის მიმართ“- განაცხადა თარხნიშვილმა.

ქართველიშვილი კი ირწმუნება, რომ პოლიციასთან შეთანხმება ჰქონდათ რომ ბაზარში ხალხის რეგულირება ერთად უნდა მოეხდინათ: „ორი პიკაპით მოვიდა პოლიცია და ამის შემდეგ გავხსენით ჩვენ ბაზარი, როცა პოლიცია მოვიდა. შეთანხმება გვქონდა, რომ სანამ არ მოვიდოდა პოლიცია, მანამდე არ უნდა გაგვეხსნა ბაზარი. 9 საათამდე ერთად ვარეგულირებდით სიტუაციას და მერე რა მოხდა არ ვიცი. დანაშაული არ მინახავს ადგილზე, რატომ არ დააჯარიმეს რომელიმე ფიზიკური პირი?“

სამართალდამცველის თქმით, ბაზრის დირექციას წესრიგის დაცვაში პოლიცია არ ეხმარებოდა: „პოლიცია რამდენჯერმე მოვიდა იმ მიზნით, რომ გითხრათ, რთული სიტუაციაა და მოაწესრიგეთო“.

„აბა რატომ მოხვედით, იმისთვის რომ ვინმესთვის დაგერეკინებინათ და მერე დაგეჯარიმებინეთ?!“ - იკითხა ბაზრის დირექტორმა.

საბოლოოდ, მოსამართლე ლუიზა თოდუამ სარჩელი არ დააკმაყოფილა და პოლიციელების მხრიდან დაწერილი 15 000 ლარიანი ჯარიმის ოქმი ძალაში დატოვა.

მოსამრთლის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ქართველიშვილის ადვოკატისთვის. ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ისინი აუცილებალდ გაასაჩივრებენ: „დასაბუთების ნაწილი მაინტერესებს, შეუძლებელია ამ ტიპის გადაწყვეტილების დასაბუთება. სხვა დარღვევებიც მქონია მე გასაჩივრებული, სადაც ისე მყარად ვერ მქონდა არგუმენტები, როგორც აქ. აქ იშვიათად მყარად იყო. აუცილებლად გავასაჩივრებთ. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ქვეყნად კანონი და სამართალი არსებობს ეს ოქმი უნდა გაუქმდეს და გაუქმდება კიდეც“, - ამბობს სამარჯიშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ჯერ ბაზარში ნაკადის დარეგულირებაში დაეხმარნენ, მერე დააჯარიმეს’ – ადვოკატი პოლიციელებზე
ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციამ სასამართლოში გაასაჩივრა
სეს–მა ახალციხის ბაზარი კიდევ ერთხელ შეამოწმა
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება
საწყობი ბაზრის ნაცვლად – ბაზრის დირექტორმა 'მერსი ქორფსის' ფულს მიზნობრიობა შეუცვალა
ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან