FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან

მთავარიეკონომიკა 08.09.2014
ახალციხის ცენტრში, ძველი ბაზრის ადგილას, კვლავ ბაზარს აკეთებენ. დილიდან ტერიტორიას ძველი შენობებისგან ათავისუფლებენ.

ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან

როგორც ტერიტორიის მეპატრონეები აცხადებენ, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სასურსათო ბაზარი 3 თვეში გაიხსნება.

ბაზარს „მესხური ნობათი“ ერქმევა. როგორც შპს „მესხური ნობათის“ დირექტორი ოლეგი პეტაშვილი ამბობს, ბაზარი თანამედროვე სტანდარტების იქნება და ექნება პარკინგიც.

„პირველ ეტაპზე ძველი შენობების დემონტაჟი დავიწყეთ. ამ ადგილზე პარკინგი გაკეთდება. ბაზარი დახურული იქნება, ცალკე მოეწყობა ხორცის და რძის პროდუქტების განყოფილება, ყველაფერი სტანდარტების დაცვით გაკეთდება“, – ამბობს ოლეგი პეტაშვილი და ამატებს, რომ შპს „ალფა მარკეტი“ მოსახლოებისთვის მოსახერხებელი არ არის და ამიტომ გახდა საჭირო ძველი ბაზარის ამოქმედება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის აგრარული ბაზარი კოსტავას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩაზე სამი წლის წინ გადავიდა.

ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეუღლის სახელით ნაყიდი უძრავი ქონება
ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
დაკეტვიდან ერთი წლის თავზე ძველი ბაზარი ისევ გაიხსნა
ახალციხის ბაზარს ახალი დირექტორი ჰყავს
სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის ბაზარი გაიხსნა - სეს

‘სეს-ის ნებართვას ველოდებით’ - როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი