FM97.5 / LIVE

საწყობი ბაზრის ნაცვლად – ბაზრის დირექტორმა 'მერსი ქორფსის' ფულს მიზნობრიობა შეუცვალა

მთავარიეკონომიკა 21.10.2014
შენობაში, რომელიც „მერსი ქორფსის“ თანადაფინანსებით მეცხოველეობის ბაზრისთვის აშენდა, სამი წლის განმავლობაში ბაზარი არ გაიხსნა; ახლა კი მესაკუთრე საწყობს აკეთებს; რისთვის მისცა ფული „მერსი ქორფსმა“ რამაზ თედორაძეს;

საწყობი ბაზრის ნაცვლად – ბაზრის დირექტორმა 'მერსი ქორფსის' ფულს მიზნობრიობა შეუცვალა

„შინაური ცხოველების და ფრინველების ბაზარი” - ბანერი ამ წარწერით ახალაშენებულ შენობაზე რამდენიმე დღის წინ მოხსნეს.

„აქ საწყობი კეთდება“, - გვითხრეს მუშებმა, რომლებიც შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ.

შენობა აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე 2012 წელს, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა, როცა ხელისუფლების სათავეში „ნაციონალები“ იყვნენ.

„აქ უნდა ყოფილიყო წიწილების და ქათმების ბაზარი, თორემ დიდი საქონლის ბაზრობა ვერ დაეტეოდა“, - ამბობს ყოფილი გამგებელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე.

არადა აქ რომ საბარგო სადგურზე მდებარე მესაქონლეობის ბაზარი უნდა გადმოეტანათ, ამაზე ბაზრის მაშინდელი დირექტორი გიორგი ნიჟარაძე საუბრობდა და გვარწმუნებდა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის მოწესრიგების შემდეგ, ბაზარი ფუნქციონირებას დაიწყებდა.

ნიჟარაძემ თანამდებობა დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა და ახლაც ირწმუნება, რომ აქ მეცხოველეობის ბაზარი მალე გაიხსნება: „ვერ დასრულდა რაღაცეების გაკეთება, იმიტომ, რომ გზა იყო გასაკეთებელი, ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდება კიდეც“.

აქ რაღაცეები მართლაც კეთდება, თუმცა, არა მეცხოველეობის ბაზრისთვის.

„ბაზარი რომ საქონლისგან გათავისუფლდეს, აქ საწყობს ვაკეთებთ“, - ამბობს აგრარული ბაზრის ახალი დირექტორი ნოდარ გოროხოვი.

შენობა ბაზრის მესაკუთრემ „მერსი ქორფსის“ 40%-იანი თანადაფინანსებით გააკეთა. კითხვებზე: აქამდე რატომ ვერ მოხერხდა აქ მეცხოველეობის ბაზრის გახსნა და ჰქონდათ თუ არა უფლება, ბაზრის ნაცვლად საწყობი გაეკეთებინათ, მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ მათ სოლიდური თანხა ბაზრის მოსაწყობად მისცა, ყოფილი დირექტორი გვპასუხობს, რომ ეს მის „შეფებს“ უნდა ვკითხოთ.

„ჩემი შეფები წყვეტდნენ მაგ საკითხს“, - გვითხრა გიორგი ნიჟარაძემ.

ბაზრის მესაკუთრე რამაზ თედორაძე აცხადებს, რომ ბაზრის მართვაში არ ერევა: „მე რატომ მირეკავთ?! ბაზარს ჰყავს დირექტორი და იმას ჰკითხეთ“.

ბაზრის დირექტორი კი ამბობს, რომ რადგან ჯერ მეცხოველეობის ბაზრის გაკეთება ვერ მოახერხეს, შენობის გამოყენება საწყობად გადაწყვიტეს: „პრობლემა რა უნდა იყოს? შენობას ხომ არ ვცვლით? იქ ვაწყობთ სასაწყობე მეურნეობას და შენობა ისევ ისე რჩება“.

კითხვებზე: რატომ არ მოეწყო სამი წლის განმავლობაში მეცხოველეობის ბაზარი და ჰქონდა თუ არა უფლება ბაზრის მესაკუთრეს პროექტის მიზნობრიობა შეეცვალა, „მერსი ქორფსში“ „სამხრეთის კარბიჭეს“ არ უპასუხეს: „კომენტარს არ ვაკეთებთ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ბაზრის მესაკუთრეს იმ ვალდებულების შესრულება უნდა მოსთხოვოს, რის საფუძველზეც დააფინანსა.

მოსთხოვს თუ არა „მერსი ქორფსი“ რამაზ თედორაძეს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც მან სამი წლის წინ იკისრა, უცნობია, მანამდე კი აქ ბაზრის დირექცია საწყობს განათავსებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრში, ყოფილი ბაზრის ადგილზე ისევ ბაზარს ხსნიან
ახალციხის აგრარული ბაზრის დირექტორად ნოდარ გოროხოვი დაინიშნა
ნინოწმინდაში აგრარული ბაზარი აშენდება
ბაზრის დირექტორი: ‘ხანძარმა 65 000 ლარამდე გვაზარალა’
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
ახალციხის ბაზრის დირექტორი ნოდარ გოროხოვი გარდაიცვალა
ბორჯომში აგრარული ბაზრის პირველი სართული დაიწვა