FM97.5 / LIVE

‘ჯერ ბაზარში ნაკადის დარეგულირებაში დაეხმარნენ, მერე დააჯარიმეს’ – ადვოკატი პოლიციელებზე

მთავარისიახლე, სამართალი 13.07.2020
ახალციხის რაიონულ სასამართლოში აგრარული ბაზრის საჩივარი განიხილეს. სავაჭრო ცენტრის დირექტორი იმ ოქმის გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 15 000 ლარით დაჯარიმდა. მისი თქმით, სამართალდარღვევას არ აღიარებს, რადგან ამავე დღეს პოლიციას ბაზრის ტერიტორიაზე არცერთი ფიზიკური პირი დაუჯარიმებია.

‘ჯერ ბაზარში ნაკადის დარეგულირებაში დაეხმარნენ, მერე დააჯარიმეს’ – ადვოკატი პოლიციელებზე

ახალციხის სასამართლოში, სავაჭრო ცენტრ „ახალციხეს“, იგივე აგრარული ბაზრის საჩივარი დღეს, 13 ივლისს განიხილეს. პროცესზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ბაზრის დირექტორი და მისი ადვოკატი იმყოფებოდნენ.

საქმე ეხებოდა 29 მარტს, ახალციხის სავაჭრო ცენტრის დაჯარიმებას. საგანგებო სიტუაციის დროს ბაზრის ტერიტორიაზე შემქნილი ხალხმრავლობის გამო, სამართალდამცველებმა ბაზრის ადმინისტრაცია 15 000 ლარით დააჯარიმა. ოქმში ნათქვამია, რომ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფები არ იცავდნენ დისტანციას, ასევე არ ეკეთათ პირბადე და ხელთათმანი.

ბაზრის დირექტორი, ვახტანგ ქართველიშვილი სამართალდარღვევას არ აღიარებს და ამბობს, რომ 29 მარტს, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხალხის ნაკადის რეგულირებაში მათ პოლიციელებიც ეხმარებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ამავე პოლიციელებმა დააჯარიმეს.

„სულ ახალი გამოცხადებული იყო პანდემია, ხალხი იყო შეშინებული და ქალაქიდან 10-12 საათისთვის დიდი მასა შემოვიდა. იყო რაღაც-რაღაცეები, რომლებიც ვერ გავაკონტროლეთ. 70 “მარშუტკა“ კარტოფილით დატვირთული შემოვიდა ახალქალაქიდან, არ იცავდნენ დისტანციას და არ ეკეთათ ხელთათმანი. ვისაც არ ეკეთა პირბადე, კანონი იმასაც ავალდებულებდა, მაგრამ ფიზიკური პირები არავინ დააჯარიმეს. პირდაპირ ჩემზე არ უნდა გადამტყდარიყო“, - განაცხადა სხდომაზე ქართველიშვილმა.

მისი ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებიდან, ბაზარი აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცველებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ამასთან, იყო ისეთი პერიოდიც, როცა რეგულაციების დაუცველობის გამო, ადმინისტრაციას სავაჭრო ცენტრის დაკეტვა უნდოდა:

„ვახტანგ ქართველიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა პოლიციასთანაც და ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც. გადაწყვეტილი ჰქონდა საერთოდ დაეკეტა ბაზარი, მაგრამ მუნიციპალიტეტის მითითებით გააგრძელა მუშაობა. არ მისცეს საშუალება, ამიტომ მისი დაუდევრობით არ მომხდარა დარღვევა. საოცარია, რომ სამართალდამცველებმა დაუწერეს ოქმი, მაშინ როცა ბაზარი იკეტებოდა და იღებოდა მათი კონტროლის ქვეშ“.

სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დღეს, 29 მარტს ისინი ბაზრის ტერიტორიაზე მხოლოდ შემსვლელ მანქანებს ამოწმებდნენ და ბაზრის ადმინისტრაციის მითითებებს ასრულებდნენ: „ჩვენ არ გვქონდა უფლება ვინმე შეგვეშვა ან არ შეგვეშვა ბაზარში. იქ მანქანები წინასწარ უკვე შეშვებული ჰყავდათ. ჩვენ ვიდექით მარტო ბაზრის შესასვლელში და არ ვიცოდით ღამე შიგნით რა ხდებოდა. ჩვენ ვიცავდით წესრიგს, მაგრამ იურიდიული პირია, აეყვანა დამატებითი ხალხი. ახლა თუ 6-7 თანამშრომელი ჰყავს, მაშინ რატომ არ ჰყავდა?! ეს ოქმი სწორად დაწერილია, რომ არ დაწერილიყო უსასრულოდ გაგრძელდებოდა ეს მდგომარეობა“.

კითხვაზე, დააჯარიმეს თუ არა რომელიმე ფიზიკური პირი ამ დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა ვერ უპასუხა: „არ ვიცი, იყვნენ თუ არა დაჯარიმებული, შესაძლოა იყვნენ“.

ბაზრის დირექტორი ვახტანგ ქართველიშვილი ირწმუნება, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ ადმინისტრაციას დააკისრეს ჯარიმა: „ვეთანხმები, არ ეკეთა პირბადე ყველას, მაგრამ 2 000 კაცი მოვიდა და ერთი ადამიანი მაინც ხომ უნდა დაეჯარიმებინათ?! შეიძლებოდა ჩვენთანაც გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ, რადგან დაჯარიმების შემდეგ, 15 წუთში დაიცალა ბაზარი და წესრიგი იყო“.

ერთსაათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე ლუიზა თოდუამ პოლიციისგან ფიზიკური პირების დაჯარიმების ფაქტების წარმოდგენა მოითხოვა, ასევე მას დააინტერესა რის საფუძველზე მოხდა ოქმის შედგენა - ადგილზე, სავაჭრო ცენტრში დარღვევის გამოვლენისთანავე თუ მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ბაზარში არსებული მდგომარეობის შესახებ მედიის ან სხვა საშუალებით შეიტყვეს.

მომდევნო სხდომა 16 ივლისისთვის ჩაინიშნა.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით 30 მარტს დააჯარიმეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'აუცილებლად გავასაჩივრებთ’ - ახალციხის ბაზრის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ხალხმრავლობის გამო დაკისრებული ჯარიმა ახალციხის ბაზრის ადმინისტრაციამ სასამართლოში გაასაჩივრა
სეს–მა ახალციხის ბაზარი კიდევ ერთხელ შეამოწმა
ახალციხის ბაზარს ახალი დირექტორი ჰყავს
‘სეს-ის ნებართვას ველოდებით’ - როდის გაიხსნება ახალციხის ბაზარი
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
ახალციხის ბაზარში მოქალაქეები პირბადისა და თერმოსკრინინგის გარეშე შედიან