FM97.5 / LIVE

მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

მთავარისიახლე, განათლება 19.05.2020
სამინისტროს მიერ რეკომენდებული, მოსწავლის შეფასების ორი ფორმიდან, ახალციხის სკოლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. გადაწყვეტილება საგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგიური საბჭოების გამართვის შემდეგ მიიღეს.

მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ მოსწავლეების შესაფასებლად ორი ფორმა შემუშავდა, მათგან სასურველი თავად სკოლამ უნდა აარჩიოს.

სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, შეფასების ფორმები ასე გამოიყურება:

- ფორმა N1 - მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა;

- ფორმა N2 - მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულისა და მეორე სემესტრის, ექვსი კვირის განმავლობაში (ეს ექვსი კვირა პანდემიამდე) გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

ქალაქ ახალციხის სკოლების უმრავლესობაში უპირატესობა შეფასების მეორე ფორმას მიენიჭა. ანუ მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის მიხედვით შეფასდებიან.

გადაწყვეტილება სკოლებში პედაგოგიური საბჭოების ჩატარების შემდეგ მიიღეს.

„ნამდვლად არ გვქონდა იმის შესაძლებობა, რომ უგულვებელგვეყო მეორე სემესტრი. პირველი სემესტრის შედეგები კი ობიექტური იყო, მაგრამ დიდი შრომა ჩადეს ბავშვებმაც და მასწავლებლებმაც ამ დისტანციური სწავლების დროს. ვთვლით, რომ ნაყოფიერი იყო“, - გვითხრა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ.

დღეს, 19 მაისს, 12:00 საათზე ამ საკითხზე პედსაბჭო ახალციხის პირველ სკოლაშიც ჩაატარეს. გადაწყდა, რომ შეფასება აქაც მეორე ფორმის მიხედვით მოხდება.

„მივიღეთ რეკომენდაციები სამინისტროსგან და მეორე ფორმა ავირჩიეთ. ჩვენთანაც ჩვეულებრივად მიმდინარეობდა დისტანციური სწავლება და თუ რამე ხარვეზი იყო ვცდილობდით გამოსწორებას. მაგალითად, ერთ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს მობილურიც შევუძინეთ, რომ ხელი არ შეშლოდა სწავლაში. თუ მოსწავლე სოფელში იყო, მაშინ ტელეფონით ვეკონტაქტებოდით. მშობლებიც ჩართულები იყვნენ“, - თქვა პირველი სკოლის დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა.

შეფასების მეორე ფორმა აირჩიეს ახალციხის მესამე საჯარო და კერძო სკოლა „მზექაშიც“.

„მარტო პირველი სემესტრის მიხედვით დაწერ ქულას, ეგრე უფრო იოლია, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ ქულა აუმაღლდეთ და არ მინდა ბავშვს ნიშანი დაეკარგოს“, - განმარტეს კერძო სკოლა „მზექაში“.

ამავე თემაზე:


‘მოსწავლე ქულას კომპლექსური დავალების საშუალებით აიმაღლებს’

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ შეფასდებიან სკოლებში მოსწავლეები - სამინისტროს გეგმა
‘მოსწავლე ქულას კომპლექსური დავალების საშუალებით აიმაღლებს’ - მინისტრი
როგორია დისტანციური სწავლების გეგმა სკოლებში
ახალციხის 4-მა სკოლამ ტესტური გამოცდა აირჩია
რამდენი ადგილი დარჩა პირველკლასელებისთვის ახალციხის სკოლებში
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს