FM97.5 / LIVE

როგორ შეფასდებიან სკოლებში მოსწავლეები - სამინისტროს გეგმა

მთავარისიახლე, განათლება 15.05.2020
საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში მოსწავლეების შესაფასებლად ორი ფორმა არსებობს, რომელთაგან ერთი თავად უნდა აარჩიონ. ცალკე საკითხია მეხუთეკლასელი მოსწავლეების შეფასება.

როგორ შეფასდებიან სკოლებში მოსწავლეები - სამინისტროს გეგმა

მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული. მათ შორის, განმავითარებელი ფორმა ნიშნავს, როცა მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

განმსაზღვრელი შეფასება კი არის ნიშანი. მინისტრის თქმით, ასეთი შეფასების ორი ფორმა არსებობს და სკოლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, რომლის მხიედვით უნდა შეაფასონ მოსწავლეები.

- ფორმა N1 - მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულა;

- ფორმა N2 - მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ პირველი სემესტრის ქულისა და მეორე სემესტრის, ექვსი კვირის განმავლობაში (ეს ექვსი კვირა პანდემიამდე) გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

„ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზები და ამავდროულად, გვინდა წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი აკადემიური მიმართებით. ჩვენ შევთავაზებთ ალტერნატიულ გზებს სკოლებს და მივმართავთ, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება თვითონ ინდივიდუალური მოსწავლის სიტუაციიდან და ზოგადად სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე“.

მინისტრმა ცალკე საკითხად გამოყო მეხუთე კლასელების შეფასება.

„ცალკე უნდა აღვნიშნოთ მეხუთეკლასელების სიტუაცია. მეხუთეკლასის მოსწავლეთათვის განმსაზღვრელი შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან შესაბამისად, მათი შეფასება მეორე სემესტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე მოხდება“.

ის მოსწავლეები კი, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეფასება არ გააჩნიათ, ამ სასწავლო წლის მეორე სემსტრის ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის საფუძველზე შეფასდებიან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსწავლეთა შეფასების გეგმა და რეკომენდაციები უფრო დეტალურად სკოლებსა და რესურსცენტრებს დღეს, 15 მაისს გაეგზავნებათ და სამინისტროს ვებ-გვერდზეც აიტვირთება.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში
როგორია დისტანციური სწავლების გეგმა სკოლებში
‘მოსწავლე ქულას კომპლექსური დავალების საშუალებით აიმაღლებს’ - მინისტრი
მეხუთე წელია ჯავახეთის სომხურ სკოლებში მოსწავლის რვეულები არ აქვთ
სასწავლო წელი დაიწყოს 1 სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა მიიღონ – პეტიცია
განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა