FM97.5 / LIVE

როგორია დისტანციური სწავლების გეგმა სკოლებში

მთავარისიახლე, განათლება 09.09.2020
განათლების სამინისტრომ ახალი გეგმა დაამტკიცა იმ სკოლებისთვის, რომლებიც დისტანციური მეთოდის გამოყენებას გეგმავენ. დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილი.

როგორია დისტანციური სწავლების გეგმა სკოლებში

სამინისტროს მიერ დამტკიცებული დისტანციური სასწავლო გეგმის მიხედვით:

I-IV კლასების მოსწავლეები დღეში გაკვეთილებზე 1 საათს გაატარებენ;
V-IX კლასების მოსწავლეები 1.5 საათს;
X-XII კლასების მოსწავლეები 2 საათს.

რაც შეეხება თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობას დისტანციურ რეჟიმში, ასეთი იქნება:
ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;
გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

ამავდროულად, რეკომანდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილი.

დოკუმენტის მიხედვით:

- რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

- ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს დისტანციური სწავლების პერიოდისათვის. ასევე სკოლა ადგენს საგაკვეთილო ცხრილს თითოეული საკლასო ჯგუფისთვის თითოეულ საგანში, რომელშიც მითითებულია გაკვეთილების ჩატარების ფორმა: დისტანციური ან დასწრებით, ასევე განსაზღვრავს საკლასო განაყოფებს დასწრებით გაკვეთილებისთვის.

- საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.


- დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.

დოკუმენტის მიხედვით, სკოლებმა ტავად უნდა აირჩიონ სწავლების ფორმა, დისტანციური იქნება, დასწრებით თუ შერეული მოდელით.
ვრცლად დისტანციური სწავლების შესახებ დამტკიცებული გეგმის შესახებ, ნახეთ ბრძანება.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სკოლაში დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი დაინერგება
ახალციხის N4 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ჯანდაცვის  სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა
ახალციხის N1 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა –covid-19
როგორ შეფასდებიან სკოლებში მოსწავლეები - სამინისტროს გეგმა
მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში