FM97.5 / LIVE

‘მოსწავლე ქულას კომპლექსური დავალების საშუალებით აიმაღლებს’ - მინისტრი

მთავარისიახლე, განათლება 15.05.2020
მოსწავლეებს, რომლებსაც განსაზღვრული წლიური ნიშანი არ დააკმაყოფილებთ, ქულის ამაღლების საშუალება კომპლექსური დავალების საფუძველზე შეეძლებათ - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ჩხენკელმა განაცხადა.

‘მოსწავლე ქულას კომპლექსური დავალების საშუალებით აიმაღლებს’ - მინისტრი

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე კომპლექსურ დავალებებს მე–12 კლასელები მიიღებენ.

„ მე–12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ განსაზღვრული წლიური ქულა, ჩვენ გვაქვს ჩაშენებული ამ სისტემაში ქულის ამაღლების საშუალება. 2020 წლის 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვილით, ისინი ან მათი კანონიერი წარმომადგენელი აფიქსირებს, რომ მოსწავლეს სურს აიმაღოს ნიშანი. ამ შემთხვევაში, სკოლის ადმინსიტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ კომპლექსურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება შეფასება“,– განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ქულის ამაღლების საშუალება ექნებათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც სასწავლო პროცესს მე–9 კლასიდან ტოვებენ, თუმცა ისინი დავალებებს დროის განსხვავებულ პერიოდში მიიღებენ.

„რაც შეეხებათ მე–9 კალისს მოსწავლეებს, რომლებიც გადიან სასწავლო პროცესიდან, მათაც ანალოგური მეთოდით შევაფასებთ. ერთადერთი განსხვავება თარიღშია. მე– 9 კლასელებს შეეძლებათ 16 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით დააფიქსირონ თავისი სურვილი. ასეთ მოსწავლეებს სკოლის ადმინსიტრაცია 30 ივნისის ჩათვლით მისცემს კომპლესურ დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება მოსწავლის შეფასება“, – თქვა ჩხენკელმა.

ყველა სხვა კლასის მოსწავლეს ნიშნის გამოსწორების საშუალება 2020–2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეეძლება.

„დანარჩენი, სხვა მოსწავლეები, ასევე ქულის ამაღლების მოთხოვნით 2020 წლის 16 ივნიისდან 30 ივნისის ჩათვლით მიმართავენ სკოლის ადმინისტრაციას. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ნიშნის გამოსწორების შესაძლებლობა მოსწავლეებს 2020–2021 წლის პირველ სემეტრში მიეცემათ ანუ სექტემბრიდან, ისინი არ გადიან სკოლიდან. სექტემბრიდან მთელი სემესტრი ექნებათ აუჩქარებლად კარგად იმუშავონ კომპლექსურ დავალებაზე“,– თქვა ჩხენკელმა.

განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, განათლების მინისტრამა ასევე განმარტა თუ რას მოიცავს კომპლექსური დავალება.
„კომპლესური დავალება, ეს არის დავალება, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას. აზროვნებაზე იქნება ორიენტირებული, სადაც მოხდება შეჯამება, როგორც ინფორმაციის, ასევე იმ ინფორმაციის გამოყენებსის თვალსაზრისით და თითოეულ მოსწავლეს ექნება გარკვეული დრო, რომ იმ კომპლექსურ დავალებაზე იმუშაოს დეტალურად, რომლითც შეფასდება, ხოლო უფრო მეტი დეტალები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ–გვერდზე“,– ამბობს ჩხენკელი.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ - როგორ შეფასდებიან სკოლის მოსწავლეები

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში
როგორ შეფასდებიან სკოლებში მოსწავლეები - სამინისტროს გეგმა
რა შემთხვევაში მიიღებენ ატესტატს გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეები
პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
10 აპრილიდან, დღეიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაციის ვადა იწურება