FM97.5 / LIVE

EMC-ის შეფასებით ერთჯერადი სამასლარიანი დახმარების პაკეტი ბევრ კითხვას აჩენს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.04.2020
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს. ორგანიზაცია წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს სამიზნე ჯგუფებში არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა მოხვედრას, თუმცა მათი შეფასებით, ბუნდოვანია როგორ აპირებს მთავრობა ამ სექტორის მთლიანად დაფარვას.

EMC-ის შეფასებით ერთჯერადი სამასლარიანი დახმარების პაკეტი ბევრ კითხვას აჩენს

ორგანიზაციის ცნობით თვითდასაქმებულთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ანტიკრიზისული გეგმითაა გაწერილი.

„ბუნდოვანია, რა ეკონომიკურ მოლოდინებს ეფუძნება მიზნობრივი ჯგუფების ზომებთან დაკავშირებული გათვლები. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო სწორედ თვითდასაქმებულთა შემთხვევაშია - მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება დაახლოებით 250 000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, მაშინ, როცა თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 800 000 ადამიანია. თვითდასაქმებულთა შესახებ არსებული მწირი მონაცემების პირობებში, ეს გათვლა ზედაპირული და შესაძლოა არაზუსტი აღმოჩნდეს.

გარდა ამისა, კითხვები ჩნდება, თუ რამდენად ადეკვატურია არაფორმალურად დასაქმებულების თუ თვითდასაქმებული ადამიანების მიმართ შეთავაზებული ერთჯერადი 300 ლარიანი მხარდაჭერის პაკეტი მაშინ, როდესაც მათ და მათ ოჯახებს კრიზისის შედეგად შეუწყდათ დღიური სარჩო და დღეს შესაძლოა მათი სოციალური სტატუსი უკიდურესად გაუარესდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

EMC –ს შეფასებით კითხვებს აჩენს დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციის საკითხიც.

„ასევე, დაქირავებით დასაქმებულებისთვის 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური 200 ლარი არსებულ საარსებო მინიმუმს, რომელიც თავის მხრივ ხარვეზიანი მეთოდოლოგიით არის დაანგარიშებული და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამა, მნიშვნელოვნად არ აღემატება. ეს გვაფიქრებინებს, რომ დაანონსებული შემწეობა არსებული საჭიროებების სრულყოფილ შეფასებას არ ეფუძნება.“

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, რომელიც მთავრობამ 24 აპრილს წარადგინა, საშემოსავლო შეღავათების ნაწილში ბიუჯეტს ექვსი თვის განმავლობაში ჯამში 350 მილიონი დააკლდება.

გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების სოციალური დახმარება, რაც ითვალისწინებს თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად 300 ლარის, ოფიციალურად დასაქმებულებისთვის კი 1 200 ლარიან დახმარებას (200 ლარი 6 თვის განმავლობაში).

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვა მთავრობას ბიუჯეტიდან ჯამში 3,5 მილიარდი ლარი დაუჯდება.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ და რამდენი ლარით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია
უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დავეხმარებით – გახარია
როგორ დავამტკიცოთ, რომ არაფორმალურად დასაქმებული ვიყავით – გახარიას განმარტება
COVID 19 - თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარებიან
200 ლარიანი დახმარება მოქალაქეებს ხელფასის დარიცხვისთანავე შეუწყდებათ