FM97.5 / LIVE

როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემა ივნისიდან დაიწყება, მანამდე კი ის პროცედურები განმარტა, რაც 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უნდა გაიარონ მოქალაქეებმა. მისი თქმით, იდენტიფიცირებულია უკვე 150 000–მდე რეგისტრირებული თვითდასაქმებული.

როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება

ხუციშვილის თქმით, რეგისტრირებული თვითდასაქმებულისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა არ იქნება საჭირო. ხოლო რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალური საბუთი, მოუწევთ დოკუმენტების მოძიება.

იმ თვითდასაქმებულებს, რომლებიც არიან დარეგისტრირებული ოფიციალურად და გამოყენებული აქვთ სალარო აპარატი მინუმუმ ერთხელ 2020 წლის განმავლობაში, დამატებითი დოკუმენტების გარეშე მიიღებენ დახმარებას. მათთვის კი, ვისთვისაც არ არის სავალდებულო სალარო აპარატი, საკმარისი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის დოკუმენტი საგადასახადო ორგანოდან.

„ამ ეტაპზე ჩვენს მიერ უკვე იდენტიფიცირებულია 150 000-მდე თვითდასაქმებული, რომელსაც არ დასჭირდება შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტები,“ – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

თვითდასაქმებულთა მეორე კატეგორიისთვის, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი და ისე ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას (მაგ. სოფლის პროდუქტს აბარებდნენ კვების ობიექტებს), ამ შემთხვევაში თანხის მისაღებად საკმარისი იქნება დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიღება– ჩაბარებას.

„იურიდიული პირები ვალდებული არიან ასეთი დოკუმენტები 3 წლის განმავლობაში შეინახონ და ამ დოკუმენტის წარდგენა [შესყიდვის, მიღება ჩაბარების აქტი] საკმარისი იქნება იმის დასადასტურებლად რომ ეს ადამიანი ნამდვილად იყო თვითდასაქმებული“.

დამსაქმებლის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული იმ პირებისთვის დახმარების გაცემა, ვინც იურიდიულ პირებთან არაფორმალურად მუშაობდა.

დახმარების მისაღებად ასეთმა პირებმა უნდა წარმოადგინონ იურიდიული პირის ცნობა, რაც დაადასტურებს რომ პირი ნამდვილად იყო დასაქმებული არაოფიციალურად.

იმ პირებისთვის კი, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე ეწეოდნენ ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა მაგალითად მგზავრთა გადაყვანა, საჭირო იქნება მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმ. ორგანოს საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა.

ლაშა ხუციშვილის განმარტებით პორტალი, სადაც არაფორმალურად დასაქმებულებს განაცხადის შევსება შეეძლებათ სავარაუდოდ 15 მაისისთვის იქნება მზად და მათ არაუგვანეს 1–ელი ივნისისა, უნდა წარმოადგინონ ყველა საჭირო დუკუმენტი.

თანხის გაცემის ვადები, რეგისტრირებული თვითდასაქმებულებისთვის განაცხადის შევსებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე იქნება, არარეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში კი განცხადებების განხილვას 24 დღემდე დასჭირდება.

თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემისთვის მთავრობას ანტიკრიზისული გეგმით, 75 მილიონი ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, მათ შორის თვითდასაქმებულები, ფულად დახმარებას მიიღებენ. ამისთვის სახელმწიფო 535 მილიონ ლარს დახარჯავს. აქედან 450 – ოფიციალურად დასაქმებული პირებისთვის ყოველთვიურად 200 ლარის (6 თვის განმავლობაში) გადაცემას, ხოლო 75 მილიონი არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებისთვის ერთჯერადად 300 ლარის გადაცემას მოხმარდება.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვას ბიუჯეტიდან 3,5 მილიარდი ლარი მოხმარდება.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფიზიკურ პირებთან მომუშავეები 300 ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია
როგორ დავამტკიცოთ, რომ არაფორმალურად დასაქმებული ვიყავით – გახარიას განმარტება
ვინ და რამდენი ლარით გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან
თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
რა დოკუმენტები სჭირდებათ თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად
EMC-ის შეფასებით ერთჯერადი სამასლარიანი დახმარების პაკეტი ბევრ კითხვას აჩენს