FM97.5 / LIVE

ინფიცირების და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა მიუთითებს, რომ მკურნალობის ტაქტიკა სწორია – თენგიზ ცერცვაძე

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 28.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან პრეპარატ "პლაქველინის" გამოყენებას კვლავ განაგრძობენ.

ინფიცირების  და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა მიუთითებს, რომ მკურნალობის ტაქტიკა სწორია – თენგიზ ცერცვაძე

„საქართველოს აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგი მდგომარეობა - სულ 511 პაციენტია. კიდევ კარგი მდგომარეობაა გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, სულ 6 გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, რაც ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ–ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ევროპასა და ჩრდილო ამერიკაში. შესაბამისად ეს ძალიან დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ ზოგადად ქვეყანაში მკურნალობის ტაქტიკა სწორია და პაციენტების მოვლა სწორია. ჩვენთან მკურნალობა ხორციელდება ამჟამად 10 კლინიკაში, ერთიანი მიდგომით, ერთიანი სქემით. ამავე დროს, თითოეულ პაციენტთან მკურნალობის საკითხი წყდება ინდივიდუალური მიდგომით, რადგან კოვიდი მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია. ძალიან ბევრი ისეთი თვისება და გართულება აღმოაჩნდა, რომელიც არ იყო ექიმებისთვის ცნობილი და გვიხდება გზადაგზა მივიღოთ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით როგორც ხედავთ ძალიან დიდი წარმატებით", – განაცხადა ბრიფინგზე თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძე განმარტავს, რომ ინფიცირებულ პაციენტებთან "პლაქველინის" გამოყენება კვლავ გრძელდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტის მხრივ, თუ ცალკეული მკვლევართა ჯგუფის მხრივ, რომ პლაქვენილი შესაძლოა არ იყოს ისე ეფექტური, კოვიდინფექციის დროს როგორიც ეგონათ თავიდან, ასეთი კვლევებიც არის ნამდვილად და დაიდო, ამის მიუხედავად ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტომ, რომელიც არის მთავარი ორგანო მსოფლიოში და რომელიც წყვეტს საკითხს თუ რა მედიკამენტი უნდა იყოს ხმარებული დაავადების დროს, მას არ შეუცვლია გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა 28 მარტს, სადაც რეკომენდაცია კვლევებში არსებული მედიკამენტებიდან, მისცა მხოლოდ პლაქველინს. შესაბამისად სანამ ეს ორგანო არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, და გადახედავს იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა რომ სხვა მედიკამენტი მასზე უკეთესია, მანამდე საქართველოს გაიდლაინის, ამ პუნქტში ცვლილება არ იგეგმება და პლაქველინი კვლავ ძირითად საშუალებად რჩება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, შვეიცარიაში დაიწყეს დიდბიუჯეტიანი კვლევა პლაქველინის გამოყენებაზე, არათუ სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკისთვის.

"ეს პრინციპულად ახალი სიტყვაა მედიცინაში, პლაქველინს მისცემენ იმ პირებს, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ავადმყოფებთან და შემდეგ დააკვირდებიან დაიცვა თუ არა პლაქველინმა პაციენტები დაინფიცირებისგან. თუ ამ კვლევამ დადებითი შედეგი მოიტანა, ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში და შეიძლება მნიშვნელოვნად განაპირობოს ეპიდემიის მასშტაბების შემცირება", – განმარტა ცერცვაძემ.

მისი თქმით ქართველ ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლოს დროს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, ამიტომ მკურნალობის გაიდლაინში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

"მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის ინოვაციური მიდგომები, როგორიც არის პლაზმაფერეზი, გაჯანმრთელებული პაციენტის პლაზმის გადახსმა, ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცირებულებში, ასევე რიგი თანმხლები დაავადებების დროული მკურნალობა – ამ მხრივ უკვე დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ".

მისი თქმით ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ისიც, რომ უახლოეს მომავალში მოხუცთა თავშესაფრებსა და პანსიონებში ტესტირების დაწყება. ამ ღონისძიებით კოვიდინფექციის კონტროლსა და გარდაცვლილთა დაბალ შედეგს მიიღებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შემთხვევაში მკურნალობენ  კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’  –  თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რამ განაპირობა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი – ცერცვაძის განმარტება
რა მედიკამენტების მიღება არ შეიძლება უსიმპტომო პაციენტებისთვის – ცერცვაძის განმარტება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ პაციენტს შეეძლება
‘ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობაა’– ინფექციურის დირექტორი
საქართველოში დაიწყება მეოთხეული გადაცემა – თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’