FM97.5 / LIVE

‘ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობაა’– ინფექციურის დირექტორი

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.03.2020
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისათვის 50 პაციენტი წევს. მათგან 18 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია და ისინი მალე გაეწერებიან.

‘ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობაა’– ინფექციურის დირექტორი

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა.

„ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. დღეს ჩვენთან პაციენტების რეკორდული რაოდენობა - 50 პაციენტი წევს. მათგან 18-ის პასუხი უკვე მოვიდა და უარყოფითია. ასე, რომ 18 პაციენტი უახლოეს პერიოდში დატოვებს კლინიკას და წავლენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში. დადასტურებული შემთხვევა კლინიკაში გვაქვს 11. ამ პაციენტებიდან ორი დაინფიცირდა ირანში, დანარჩენი - იტალიაში, ხოლო ბოლო ორი პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად".

მისივე თქმით, დაინფიცირებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და იგი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება: "მას აქვს ორმხრივი სერიოზული პლევმონია და უტარდება სერიოზული მკურნალობა. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის, ჩვენი სიფხიზლე და ყურადღება გამართლდა, ეს პაციენტი მართლაც საჭიროებს სერიოზულ ყურადღებას, თუმცა, ამ პაციენტს არ აქვს ის ნიშნები და ორგანოთა ფუნქციის მხრივ ის დაზიანებები, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათოდ ითვლება. მის სიცოცხლეს ამჟამად არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად მძიმე შემთხვევისა, ვიმედოვნებ, რომ ეს პაციენტი განიკურნება”, - განაცხადა ცერცვაძემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ორ ახალ პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 16–ის მდგომარეობა კრიტიკულია
'უახლოეს საათებში დაახლოებით 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას'– ლევან რატიანი
თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი პაციენტებიდან ხუთს პნევმონია აქვს
ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა