FM97.5 / LIVE

რა მედიკამენტების მიღება არ შეიძლება უსიმპტომო პაციენტებისთვის – ცერცვაძის განმარტება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.10.2020
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს მოუწოდებს, სახლში მკურნალობის დროს, ექიმის დანიშნულების გარეშე, არ მიიღონ მედიკამენტები. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა სისხლის გამათხელებლებს იღებს რაც დაუშვებელია.

რა მედიკამენტების მიღება არ შეიძლება უსიმპტომო პაციენტებისთვის – ცერცვაძის განმარტება

„მე მომდის ინფორმაცია, რომ პაციენტები იმარაგებენ კარდიოასპირინს, კარდიომაგნილს, ტრომბოასპირინს, ან სვამენ ე.წ. სისხლის გამათხელებელ საშუალებებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ამის რეკომენდაციას ვერ მივცემთ. არავითარი სისხლის გამათხელებელი საშუალებები თვითნებურად არ უნდა მიიღონ, რამეთუ მხოლოდ ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, კონკრეტულად ამ პაციენტმა რომელი გამათხელებელი უნდა მიიღოს. მაგალითად, ასპირინის პრეპარატები მოქმედებს მხოლოდ ტრომბოციტების რგოლზე და სხვა ფაქტორებზე არ მოქმედებს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა რა შემთხვევაში უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატები.

„მინდა მივმართო ერთი რეკომენდაციით, იმ პაციენტებმა რომელთაც კარდიოასპირინი, კარდიომაგნილი, ტრომბოასპირინი ჰქონდათ დანიშნული მისი მკურნალი ექიმის მიერ სხვა ქრონიკული დაავადებების გამო და თუ ამ პრეპარატებს ადრე იღებდნენ, უნდა გააგრძელონ მიღება, მაგრამ თუ არ იღებდნენ, უსიმპტომო კოვიდის გამო არ უნდა დაიწყონ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თრომბოებოლიის მაღალი რისკის პაციენტებს კოვიდსასტუმროებში ე.წ. D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდებათ.

„ერთ-ერთი სერიოზული გართულება, რომელიც იშვიათად, თუმცა შესაძლოა, მაინც განვითარდეს, საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, ესაა თრომბოებოლია. კოვიდ 19-ის ერთ-ერთი ვერაგი თვისება ის არის, რომ ის მოქმედებს ნეგატიურად სისხლის შემდედებელ სისტემაზე და ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას, მათ შორის უსიმპტომო ავადმყოფებშიც“, – განმარტა ცერცვაძემ.

მისი თქმით, რისკ ჯგუფში არიან 40 წელს, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებული ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ვენის ვარიკოზი, ანამნეზში ჰქონდათ ან ოჯახის წვერებს ჰქონდათ თრომბოებოლიური გართულება, ან მათ აქვთ რაიმე ტრავმა განსაკუთრებით ქვემო კიდურების და ხერხემლის არეში.

„რისკ ფაქტორი არის ასევე ორსულობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი და სხვა. სასურველია გამოკვლევა ე.წ. D-დიმერის და სწორედ ამაზე ვამბობდი, რომ სამინისტროში შევიტანეთ მინიმალური პაკეტი სისხლის საერთო ანალიზის და D-დიმერის განსაზღვრაზე და ახლა უკვე მიდის ამის საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ჯერჯერობით ამის გაკეთება მოხდება კოვიდსასტუმროში. ონლაინ ექიმები შეეცდებიან, რომ ვინც დატვრთულია ასეთი ანამნეზით, რომ მომატებული რისკი აქვს, ის სასტუმროში მოახვედრონ, ხოლო სახლში ისინი დატოვონ, ვისაც ეს რისკფაქტორები არ აქვს. მომავალში გათვალისწინებულია სახლშიც“, - განაცხადა ცერცვაძემ.

აღნიშნულის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის აფთიაქებში ასპირინის დეფიციტია – რატომ ‘გაქრა’ მედიკამენტი
რა შემთხვევაში მკურნალობენ  კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’  –  თენგიზ ცერცვაძის განმარტება
რამ განაპირობა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი – ცერცვაძის განმარტება
ვის ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტირება - ახალი პროტოკოლი
‘მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან არ უნდა მოვდუნდეთ’ – ცერცვაძე კოვიდინფიცირებულებზე
საქართველოში დაიწყება მეოთხეული გადაცემა – თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’