FM97.5 / LIVE

რა შემთხვევაში მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’ – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 21.04.2020
თბილისის ინფექციური საავდამყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტყუილია ის ფაქტი, რომ საქართველოში პრეპარატ „პლაქვენილით“ უსიმპტომო პაციენტებს მკურნალობენ.

რა შემთხვევაში მკურნალობენ  კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’  –  თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„პლაქვენილს უნიშნავენ მხოლოდ საშუალო სიმძიმის, განსაკუთრებული სიმძიმის და მძიმე ავადმყოფებს. პრეპარატი საპროფილაქტიკოდ არ ინიშნება, კატეგორიუალდ წერია რომ არ უნდა იყოს გამოყენებული, რადაგან მას საპროფილაქტიკო დანიშნულება არ აქვს. თუ ჩვენ ასე არასწორად ვმკურნალობთ, მაშინ რატომ არის საქართველოში მილიონ მოსახლეზე ერთი გარდაცვილი და ამერიკაში დაახლოებით 150 ? ჩვენთან გარდაიცვალნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც იყვნენ 72–დან 86 წლამდე, თანმხლები დაავადებით“,–აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც, ცერცვაძე ამბობს „პლაქველინს“ გამოიყენებენ, მხოლოდ მაღალი ტემპერატურის და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ნაჩვენები ორმხრივი პნევმონიის დროს.

„ჩვენთან მართვითი სუნთქვა 408 პაციენტიდან ჯერჯერობით დასჭირდა 11 ავადმყოფს. ვფიქრობ, რომ ესეთი განვითარება დაავადების, როდესაც მათ შორის ძალიან მძიმე და ხანდაზმული ავადმყოფები, არ მიგვყავდა მართვით სუნთქვის საჭიროებამდე და მანამდე დგებოდა მათი გამოჯანმრთელბა, აქაც ერთ–ერთი და არა ერთადერთი სწორედ „პლაქველინის“ დამსახურებაა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ „პლაქველინზე“.

„ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი „ტოცინიზუმაბი“ მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. ეს ძალიან ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნება. აგრეთვე ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ და ვცდილობთ საქართველოში ერთ–ერთმა პირველებმადავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია, ეს იქნება ახალი მედიკამენტი თუ მკურნაბლობის ახალი მეთოდი. მაგალითად ჩვენ ვმუშაობთ ახლა კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე“,–თქვა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღევანდელი ბრიფინგით, ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს ზურაბ გურულს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ საქართველოში „პლაქვენილით“ უსიმპტომო პაციენტებს მკურნალობენ.

„ეს არის მტკნარი სიცრუე“ – განაცხადა ცერცვაძემ.

17 აპრილს ზურაბ გურულმა „ფეისბუკზე" დაწერა: „თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.

კორონავირუსით ინფიცირებულების "პლაქველინით" მკურნალობის შესახებ, განცხადება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა 21 მარტს გაავრცელა.

მოგვიანებით, რამდენიმე მედიასაშუალებამ დაწერა, რომ აფთიაქებში პრეპარატის დეფიციტი გაჩნდა და პრობლემა შეექმნა იმ ადამიანებს, რომლებიც "პლაქველინს" სხვა დაავადების გამო სვამდნენ.

მედიკოსების განმარტებით "პაქველინის" თვითნებურად მიღება დაუშვებელია, რადგან პრეპარატს გვერდითი მოვლენები აქვს.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამ განაპირობა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი – ცერცვაძის განმარტება
რა მედიკამენტების მიღება არ შეიძლება უსიმპტომო პაციენტებისთვის – ცერცვაძის განმარტება
ინფიცირების  და გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა მიუთითებს, რომ მკურნალობის ტაქტიკა სწორია – თენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე: ‘კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა’
'პლაქვენილის' გამოყენება მაღალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება - ახალი კვლევა
'კორონავირუსზე პაციენტებს პლაქვენილით ვმკურნალობთ' – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის განცხადება
‘მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან არ უნდა მოვდუნდეთ’ – ცერცვაძე კოვიდინფიცირებულებზე