FM97.5 / LIVE

რამ განაპირობა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი – ცერცვაძის განმარტება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი ორი ძირითადი მიზეზის გამოა.

რამ განაპირობა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი – ცერცვაძის განმარტება

„შეიძლება, არ დაიჯეროთ და არ მოიხსენიოთ პოზიტიურად, რომ ჩვენთან რაღაც სხვაზე უკეთესად გაკეთდა. შეგიძლიათ ეს ყველაფერი არ დამიჯეროთ, მაგრამ რას უზავთ იმას, რომ ჩვენთნ მხოლოდ ექვსი ადამიანია გარდაცვლილი და სხვაგან 6 000 ან 60 000, შედეგებით ხომ იზომება ყველაფერი?! როცა ქვეყანაში ექვსი ადამიანია გარდაცვლილი და სხვაგან უფრო მეტი იქ უნდა დაუჯერო“, – განაცხადა ტელეკომპანია "პირველთან" თენგიზ ცერცვაძემ.

იგი დაბალი მაჩვენებლების ორ ძირითად მიზეზს ასახელებს.

„პაციენტები ძალიან მოვლილები არიან. არ მითხრათ, რომ რომელიმე ქვეყანაში ასე უვლიან პაციენტებს, რომ 24 საათი ექიმი თავზე ედგას. უბრალოდ, არ შედის ეს სამედიცინო პერსონალის მოვალეობაში. საქართველოში ერთი ადამიანიც არ მეგულება, რომელმაც დაახველა ან სიცხემ აუწია და ის 24 საათის განმავლობაში არ იყოს გამოკვლეული და მოვლილი. ამას დაემატა ის, რომ არამარტო ცხელების ცენტრებში, არამედ ყველა კლინიკაში ფილტვების ანთებიანს იკვლევენ კოვიდზე, ასეთი რამ სხვა ქვეყანაში არ ხდება“, – თქვა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არც ერთ პაციენტს არ მკურნალობენ ტრაფარეტურად და სტანდარტულად.

„თითოეულ პაციენტს არ ვმკურნალობთ ტრაფარეტულად და სტანდარტულად. ვიღაცას ვთქვათ რაღაც მაჩვენებელი შეეცვალა? იმ მაჩვენებლის კორექციას ვცდილობთ. იქნება ეს ბაქტერიული გართულება, თუ ციტოკინური შტორმი, თუ სისხლის შემდედებელ სისტემაში ცვლილება და ა.შ. ეს ჯამში იძლევა ამ შედეგს “, – თქვა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე ყურდღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული წარმოდგენა იმაზე, რომ გაჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გადასხმით მასიურად მოხდება ხალხის გადარჩენა, რადგან ამდენი დონორი ქვეყანს ვერ ეყოლება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 26 აპრილს გამოვლინდა, ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი ოთხ აპრილს დაფიქსირდა.

30 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 539 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 179, გარდაიცვალა ექვსი.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შემთხვევაში მკურნალობენ  კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’  –  თენგიზ ცერცვაძის განმარტება
მსოფლოში კორონავირუსით 200 000–ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 517-მდე გაიზარდა
186 ქვეყნიდან კორონავირუსით ყველაზე მეტი იტალიაში გარდაიცვალა
საქართველოში სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაინფიცირების 1 600–მდე შემთხვევაა გამოვლენილი
საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა
სომხეთში კორონავირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი